fbpx

„სიცოცხლით შთაგონებული“ – შენი გზა ოცნებამდე

ავტორი დეა თავბერიძე
1.1K ნახვა

შეიძლება გყავდეს ოჯახი, შვილი ან შვილები, გქონდეს სამსახური კარგი ანაზღაურებით, მაგრამ?!.. მაინც არ გქონდეს სისავსის შეგრძნება და შენი ცხოვრების ფაზლს აკლდეს ის მნიშვნელოვანი დეტალი,  რაც ამ სიცარიელეს ამოავსებდა, გაგამთლიანებდა!

გაკლდეს ყველაზე მთავარი – სიცოცხლე !…

შეიძლება სხვებისთვის ბედნიერიც ხარ, მაგრამ შენ ყველაზე კარგად იცი, რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს…

და იწყებ ძიებას…

ჩნდება კითხვები საკუთარ თავთან, სამყაროსთან, ეძებ ჯერ სხვაგან, მერე შენში და ბოლოს ხვდები რომ ეძებ საკუთარ თავს. მერე რაღაცნაირი შიშიც გეუფლება, სიახლის, ვერგაბედვის, ნაბიჯის ვერგადადგმის და თუ ამ შიშში ვერ შეაბიჯე … და თუ ეს შიში ვერ გადალახე, ისევ იმ რუტინას უბრუნდები და მასში აგრძელებ ყოფნას… ასე უფრო გეადვილება… 

მაგრამ?!

არიან გაბედულებიც , რომლებიც უკან არ ბრუნდებიან!

და თუ შენც ამ გაბედულთა სიაში ხარ…

ან თუ გაქვს მოწყენილი, არარეალიზებული,  არარსესურსული, უენერგიო ცხოვრება და გჭირდება რესტარტი, ძალა, შთაგონება, რომ შექმნა მე კონცეფცია და გააკეთო ის, რაც რეალურად გინდა, რაც რეალურად გაგაბედნიერებს, – გამოგვყევი !

თამარ კვარაცხელიას ტრენინგი „სიცოცხლით შთაგონებული“ ცხოვრებას რეალურად შეგიცვლის, ეს არის „გზა ოცნებამდე“.

გზა, რომელმაც ბევრის ცხოვრება შეცვალა, ერთ-ერთი მეც ვარ ჩემი ახდენილი ოცნებით. ამიტომაც ვწერ ასე გაბედულად, ამიტომაც მჯერა, რომ ამ ტრენინგით შენც აუცილებლად მიიღებ იმას, რაც გინდა. მთავარია ამის დიდი სურვილი გქონდეს, მთავარია ნაბიჯი გადადგა!

„ეს არის ტრენინგი, რომელიც შთაგაგონებს სიცოცხლისთვის. ეს არის საკუთარი პერსონის სრული რესტარტი“ – ამბობს წარმატების ქოუჩი თამარ კვარაცხელია.

თამარ კვარაცხელია: თუ საკუთარი თავის ძიებით ხართ დაკავებული,  გსურს გაერკვე რისი კეთება გინდა, გაქვს დაბალი თვითშეფასება, მაგრამ გინდა მიიღო ენერგია და შენს რეალიზებას ჩაეყაროს საფუძველი… ამ ტრენინგზე ამას შეძლებ.

– ანუ ეს არის ტრენინგი რომელიც ცხოვრებას ცვლის?

– დიახ, სწორედ ეს ტრენინგია. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით და უამრავი კლიენტის შედეგით შთაგონებული.

ამ ტრენინგით უზრუნველყოფ საკუთარი თავის მიღებას უპირობოდ, სიყვარულს გასწავლის, შენს  ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით სწავლობ მიზნების დასახვას. სამყაროს გამრუდებულ ხედვას გისწორებს.

სამყაროს გამრუდებულ ხედვაში რას გულისხმობ?

 – შიშები, ის შინაგანი წინააღმდეგობები რომლებიც წინ გვეღობებიან.

გაგატარებს შიშებში, შიშებს გადაგიქცევს გამოცდილებად, ანუ შიგნით შეგიყვანს და გამოცდილებით და საჭირო უნარ-ჩვევებით გამოგიყვანს.

ანუ მიგახვედრებს რომ ეს შიში სულ არ არის საშიში?

დიახ, პირიქით საჭიროც არის მიზნისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევის შესამუშავებლად. შიში აღიქმება არა შიშად და დაბრკოლებად, არამედ ერთ-ერთ ზრდის მომენტად, გაზრდის საშუალებად,  ზრდისფაქტორს რასაც ვეძახი და მიიღებ ამ შიშის გავლით მიზნის მისაღწევ აუცილებელ უნარ-ჩვევას, რაც აქამდე არ გქონდა, თორემ შიში არ გექნებოდა.

ტრენინგის საბოლოო შედეგი?

– ადამიანი გახადოს თავდაჯერებული, სიცოცხლით შთაგონებული და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი.

-როდის მიიღებს ამას?

– ეს დაიწყება ტრენინგის მსვლელობის წუთიდან. მისი თავდაჯერებულობა ნაბიჯ-ნაბიჯ იმატებს და დასრულდება შინაგანი რწმენით, მკაფიო ხედვით და შთაგონებით, რომ ეს ჩვეულებრივია და მიღწევადი.

იმდენად თავდაჯერებული ხდები, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი შთაგაგონებს რომ სიცოცხლე ძალიან მაგარია. ყველაფერი შენი შთაგონების რესურსი ხდება: შვილიც, ქმარიც, ახლობელიც,  კენჭიც, მზეც, წვიმაც…

ეს არის ტრენინგი რომელიც შთაგაგონებს იცხოვრო სიცოცხლით.

2 ივლისი, 10:00-19:00 სთ

✨⚡️ ტრენინგის საფასური 280 ლ

❗️ 25 ივნისამდე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ავტორი: დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment