კარანტინია და ხალხმა სოფელს შეაფარა თავი. გურულსაც ესტუმრა ქალაქიდან გამოხიზნული ნათესავები.
ერთ დილას ეზოში მომუშვე გურულთან ეს თავშეფარებული ნათესავი მივიდა:
– მთელი დღე მუშაობ, მაგრამ არასწორად! – გაუმხილა ,,დაკვირვების” შედეგი.
– რეიზა ვითომ? – გაუკვირდა გურულს.
– ასე არ უნდა შეაჭრა ტოტები. გამიკვირდება, ამ ხეზე ერთ კილო ვაშლსაც თუ მოკრეფ… და ამიტომ….
– მაი, მეც გამიკვირდება, ძამა, – ეჭვით გახედა ხეს გურულმა – აი ხეი მსხალია და იმიზა!
👀😀
გურულმა ბებიამ ძროხის სანახავად ახალ გამომცხვარ ვეტერინარს დაუძახა. ექიმი ველოსიპედით მივიდა, შეათვალიერა ,,პაციენტი” და პატრონს მიუბრუნდა:
– აი, ატეხილია, ნინა ბებია!
– აუფ! რა წეიყვანს ამას ახლა ერკეთში(მე -3 სოფელია)?! – შეიცხადა ნინამ.
ვეტერინარს შეეცოდა, გახსნა დალუქული კონტეინერი და შპრიცით ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარა საქონელს.
– ვსიო, აფერი არ უნდა ამას, მაკეთაა უკვე!
– რას ჩივი ნენა?ამას ბუღა არ უნდა? – გეიკვირვა ქალმა.
– არა, ნინა ბებია, მაკეთაა უკვე მაი!
– რაფერ ნენა?! ამაზე ახლა კურომ არ უნდა გადეიაროს? – დააკონკრეტა ზრდილობიანად.
– 100-ჯერ ხომ არ გეტყვი, ნინა ბებია?! არ უნდა მაგას აფერი…
– ამ ხნის ქალი ვარ და პირველად ვნახე ბუღა ველოსიპეტით დეიარებოდეს და “იგი” ჩემოდნით დაქონდეს – პირჯვარი გადეიწერა გაოგნებულმა ნინა ბებიამ.
😀👀
გურიაში მიცვალებულს მიასვენებენ და მისტირიან:
– ნენაააა, სა მიხვალ ბიჯოოოოუ? წყალი მაქანე არაა, საჭმელი მაქანე არაა, დენი მაქანე არაა, სითბო მაქანე არაა და აფერიიიი… სა მიხვალ, ბიჯოოოოოუ!
ორღობეში მიმავალ ჭირისუფალს ბალკომიდან უყურებს ერთი მოხუცი გურული და ცოლს გასძახებს:
– ნანულია, სეით ხარ, ქალო? ცოცხი გამუუსვი, ელანძე, აი ჩვენთან მოყავენ გონია.😳😳😳
წყარო: Manana Jincharadze