433
“მეგობარი ქალისთვის ჩემი ერთ-ერთი ახალგამოცემული წიგნის ჩუქება დამავიწყდა. ავდექი და მაღაზიაში წავედი, ვიფიქრე ვიყიდი და გავუგზავნიმეთქი. მაღაზიში ახალგაზრდა გოგოს ვკითხე ესა და ეს წიგნი თუ გაქვთ მეთქი?
— სამწუხაროდ ყველა გაიყიდაო.
შევწუხდი და მოვიწყინე. გოგონამ რომ შენიშნა ჩემი მოწყენა სცადა დავემშვიდებინე და მითხრა:
— არაუშავს ნუ მოიწყენთ ბატონო, მე წავიკითხე ეგ წიგნი და ყველაფერი სისულელე ეწერაო.”
გურამ დოჩანაშვილი
P. S საუბარია „სამოსელ პირველზე“