212
ერთხელ, ბერნარდ შოუმ თქვა ფრაზა:– რომ ყველა ქალი იყიდება.
ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
— სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
— დიახ, ჩემო დედოფალო.
— მე…ც? – გაიოცა დედოფალმა.
— თქვენც…– უპასუხა შოუმ.
— როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
— 10 000 ფუნტი სტერლინგი – ჩვეული სიმტკიცით უპასუხა
დრამატურგმა.
— ნუთუ ასე იაფი? – გაიოცა დედოფალმა.
— აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით.