fbpx

არასდროს გააკეთოთ მამაკაცისთვის ეს 6 რამ!

ავტორი Ann
132 ნახვა

ყველა გოგონა მხოლოდ ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობს, თუმცა მამაკაცებს ყოველთვის არ ესმით ამის არსი და ბევრი ქალი მამაკაცის როლს საკუთარ თავზე ირგებს. ამით ის ცდილობს მეორე ნახევრისთვის ბედნიერების მინიჭებით თავადაც გაბედნიერდეს, თუმცა ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის.

 

დაიმახსოვრეთ, რომ არასდროს უნდა გააკეთოთ ეს მამაკაცისთვის:

 

მის ნაცვლად პრობლემების გადაჭრა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცს სამსახური არ აქვს, ნუ ეცდებით მის ნაცვლად გადაჭრათ პრობლემები, რადან მას უნდა ესმოდეს, რომ ოჯახს მისი ყურადღება სჭირდება და უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რათა მოძებნოს ალტერნატიული საშუალება.

 

ძვირფასი საჩუქრების ჩუქება – წყვილს შორის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ძვირფასი საჩუქრები, რადგან მთავარია გახსოვთ და უკეთებთ საჩუქარს, ასევე უნდა იქცეოდეს ისიც.

 

იყოთ მისი პრობლემების შემწოვი – ყველას აქვს პრობლემა, მამაკაცი მითუმეტეს არ უნდა გესაუბრებოდეთ იმაზე, როგორი რთული პერიოდი აქვს, რადგან ეს თქვენზე ძალიან მოქმედებს.

 

ფრაზა „ხომ გეუბნებოდი“ – თუნდაც მილიონი პროცენტით მართალი იყოთ და ასჯერ გქონდეთ გამეორებული მისთვის, რომ რაღაც არ უნდა გაეკეთებინა, ეს ფრაზა მისთვის ყველაზე პროვოკაციულად ჟღერს.

 

უარი თქვათ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე – ბევრი ქალი ფიქრობს, რომ თუ მამაკაცი ამას ითხოვს აუცილებლად უნდა დაუჯეროს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ქალი, რომელიც ყოველთვის სახლშია და მხოლოდ იმაზე ზრუნავს მეუღლეს საკვები მოუმზადოს მალე მისთვის საინტერესო აღარ იქნება.

 

სტილის შეცვლა მამაკაცის გემოვნების შესაბამისად – ქალბატონებს უყვართ ექსპერიმენტები და სტილში ცვლილების შეტანაზეც არ ამბობენ უარს, თუმცა თუ ამას მხოლოდ მამაკაცის გამო აკეთებთ და თქვენი შეხედულება მისას არ ემთხვევა კარგად დაფიქრდით, ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალიზმს კარგავთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment