fbpx

თუ გინდა, ოცნება სინამდვილედ იქცეს

ავტორი ჟოლო
1.7K ნახვა

„აი, სიტყვა, რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს. წადით ახლა შინ და დაივიწყეთ, თუ ღმერთი გწამთ, ეს სულელური სიტყვა – „შეუძლებელია”.

%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d„საკმარისია, წარმოიდგინო, რომ რაღაცის
გაკეთება ძალიან იოლია და იმ რაღაცას ძალიან
იოლადაც გაართმევ თავს“…

„უნდა იმეორო და იმეორო სიტყვები, რომლებიც ისეთ რამეებს აღნიშნავენ, რაც მოგწონს და გაბედნიერებს“

„რაინდი სარკეში კი არა, შენს გულში უნდა მოძებნო… მანდ არის… და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, მისცემ თუ არა არსებობის უფლებას,
რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოგაპოვებინოს“

„თუ გინდა, ოცნება სინამდვილედ იქცეს, ის, რაზეც ოცნებობ, ყველაფერზე, ნებისმიერ რამეზე მეტად უნდა გინდოდეს ამქვეყნად.“

„სიხარულს თუ გული არ გავუხსენით, შინ არ მოვიპატიჟეთ და ჩვენს
სამყოფელში საკადრისი ადგილი არ შევთავაზეთ, ისე ჩაივლის, კარზეც კი არ მოგვიკაკუნებს.“

„ადამიანი თუ თვითონ არაფერს აკეთებს ზღაპარში მოსახვედრად, ზღაპრის გმირობაზე რა ნამუსით უნდა ჰქონდეს პრეტენზია?! “

„ღამის პეპელას სინათლე იზიდავს, მზესუმზირას – მზე, ადამიანს – სიყვარული“…

„რაც არ უნდა იყოს, ადამიანმა ზღაპარში მიმავალი გზა არ უნდა დაივიწყოს და აუცილებლად გამოიდარებს…

თავსხმა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიღებს, ქარიშხალი ჩადგება, ღამე გათენდება… რატომღაც ასეთი უბრალო რაღაცები ყველას ავიწყდება ხოლმე, თანაც, ყველაზე უფრო საჭირო დროს.“

„ბებიკო ნაილის ზღაპრები“

ქეთევან გოგიაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment