fbpx

თუ გსურთ ცხოვრება შეცვალოთ…

ავტორი Ann
2,686 ნახვა

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება ბრძოლის ველია და თუ გსურს რაიმეს მიაღწიო აუცილებელია იბრძოლო ამისთვის … ბევრის თქმით შეიძლება ამ ბრძოლამაც ვერაფრერი გიშველოს … 

მარტივია ნეგატიურმა სიტუაციებმა დაგთრგუნოთ და ხელი ჩაგაქნევინოთ, მაგრამ ვიდრე დანებდებით დაფიქრდით, ღირს კი ამის გაკეთება?

სინამდვილეში თქვენ სულაც არ გჭირდებათ ბრძოლა იმის მისაღწევად რაც გსურთ, ამისთვის ყველაზე მთავარი და მარტივი გზაა შეცვალოთ თქვენი ფიქრები.

თუ გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა უბრალოდ დამშვიდდით, დაფიქრდით და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველაფერი ცუდი ისევ და ისევ თქვენს სასიკეთოდ ხდება. ეს თქვენს გონებას განაწყობს პოზიტიურად, პოზიტიური გარემო კი მთავარი გარანტია იმისა, რომ თქვენ გაქვთ მოტივაცია, რაც აუცილებლად მიგაღწევინებთ სასურველ მიზანს.

უბრალოდ დაივიწყეთ ფრაზები:

„ცუდი ცხოვრება მაქვს“

„გამუდმებით ვოცნებობ, მაგრამ არაფერი გამოდის“

„არავის ვუყვარვარ“

„ჩემი ცხოვრება ერთი დიდი არეულობაა“

მსგავსი ფრაზები მხოლოდ  გაჯერებენ, რომ არაფერი გამოგივათ.  ამიტომ ყოველ ჯერზე როცა ძველი რწმუნებულებები შეგახსენებთ თავს დაახვედრეთ ახალი, თქვენთვის სასურველი ფრაზები.  ამ წუთიდან კი ისაუბრეთ საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ პოზიტიურად და თავადაც გაოცდებით, როდესაც ის ნამდვილად ასეთად იქცევა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment