ადამიანები, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ვიმყოფებით იმ რეალობაში, სადაც ჩვენი შესაძლებლობები ნაკლებად საინტერესოა ჩვენი გარემოცვისთვის, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გავიხსნათ და განვავრცოთ, რადგან მივწვდეთ იმ ადამიანებს, რომელთა შემართებას და წინსვლას ჩვენი შესაძლებლობები და სწორი მიმართულება წაადგება, განვითარებისთვის და წარმატებისთვის.
სხვა და სხვა მიმართულებით, მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ განვითარებას, მაგრამ ის სფერო ან ადგილი არ აძლევს წინსვლის საშუალებას და ეს ადამიანები განიცდიან შესაძლებლობების გამოვლენის დეფიციტს, რადგან მათი განვითარება, რა თქმა უნდა მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ სივრცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი.
მე გამოვცადე და განვიცადე ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგიერთისთვის ჯერ არ დამდგარა ეს ეტაპი.
ადამიანები ინდივიდუალურად ვაცნობიერებთ ამას და ზოგჯერ ვხვდებით, დრო დაგვიკარგია იმ იმედით, რომ სადაც ვართ იქ გავხდებით საინტერესოები, ამით ვირთულებთ და ვიგრძელებთ გზას, არა და შესაძლებელია იმ გარემოში მოხვედრა, სადაც ჩვენს შესაძლებლობებს მიეცემა განხორციელების საშუალება და ამისთვის დაფიქრება და მიმართულების შეცვლაა მნიშვნელოვანი.
უბრალოდ უნდა მიმოიხედო და აღმოაჩენ!
გიორგი მინდორაშვილი