fbpx

რა ძნელია, იყო ადამიანი!

ავტორი ჟოლო
7 ნახვა

რა ძნელია, იყო ადამიანი!

ეს არის სასჯელი და საზღაური მიწაზე განვლილი გზისა. უმძიმესი ტვირთი, რომელსაც ადამიანი განუწყვეტლივ ცდილობს მხარი შეუნაცვლოს ანდა სულაც გაცვალოს რაიმე დიდ საქმეში, წამოწყებაში, ღვაწლში, შრომაში და რაგინდ კეთილი საქმით უნდა იყოს ადამიანი ვალმოხდილი, ადამიანობა მას მაინც თავისი კითხვიანი, სასჯელისმდები თვალებით მისჩერებია.

ძნელია ადამიანობა!

იგი თითქოს ცალკე ნიჭია და ამიტომაც პატივმოყვარე კაცი ტყუილად შეეჭიდება, ტყუილად მიითვისებს და მიისაკუთრებს.

და თუნდაც მოხდეს და ცოტა ხნით თავი დაიმშვენოს, მალევე ჩამოსცილდება, რადგან ადამიანობა ზედაპირი კი არ არის, ანდა ნიღაბი, არამედ სიღრმეა და სახე. დიახ, ადამიანობა ნიჭია, ნიჭია ღვთისგან ბოძებული, შეუქცევადი და გამოუცნობი. ადამიანებად ისევე იბადებიან, როგორც დიდი შემოქმედნი და, შესაძლოა, უფრო იშვიათადაც.

ბესიკ ხარანაული

თვითშემეცნებითი დღიურები

მსგავსი სტატიები

Leave a Comment