***
„ბავშვი, ზრდაში რომ შევდიოდი, თანდათან, უფრო მაკვირვებდა, ჩემი ნათქვამი დამცინავი ან უადგილო როგორ ხდებოდა, როგორ ვერ იგებდნენ ისევე მსუბუქად და მარტივად, როგორც წარმოვთქვი.
ასეთი შემთხვევები იშვიათი არ იყო და როცა შეიქნა საფრხთე, რომ ამის გამო ადამიანებს შეიძლება ცუდი შთაბეჭდილება შექმნოდათ ჩემზე, დედაჩემმა განმიმარტა, რომ ყოველი სიტყვა დაფიქრებით უნდა წარმოითქვას, რომ ნათქვამი კაცს უკან აღარ უბრუნდება, რომ დანით დაჭრილი ხორცდება, სიტყვით დაჭრილი – არა. რომ სიტყვა დაგაშორებს და დაგაახლოვებს, რომ თაფლიცაა და შხამიც, რომ შეგარიგებს და გაგყრის… რომ გაგათანაბრებს; კარგს რომ კარგს ეტყვი, შენც კარგი ხარ, ცუდს რომ ცუდს ეტყვი, შენც ცუდი ხდები… ადამიანებს კი არასოდეს არ უნდა დაეზომო.“
***
“უფრო სადად უნდა იყო ადამიანებთან, ყველაფერთან უფრო სადად უნდა იყო, სადად უნდა იყო სიკეთესთან და ბოროტებასთან, სიცოცხლესთანაც და სიკვდილთანაც… არც სითბო მისცე შესაფერი და არც შესაფერი სიცივით გაყინო. შენი სწრაფვაა სრული თავმდაბლობა – რომელიც სულშია, რომელიც მკვეთრი კი არ არის, არამედ სადა, რადგან ყველაფერს, სიკეთესაც კი, უჯობს, რომ გეძინოს. რომელ ქარს ახარებს, მითხარი, ფანჯრები, გაჯიუტებული ფოთლისთვისაც გზიდან მობრუნდება.
ამიტომ სადად უდარაჯე ყველაფერს, როგორც შენს თავს დარაჯობ.”
ბესიკ ხარანაული