fbpx

5 რჩევა ბიზნესის შესაქმნელად და განსავითარებლად !

ავტორი ჟოლო
790 ნახვა

ბიზნესის დაწყება ისეთი მარტივი, როგორიც დღეს არის არასოდეს ყოფილა. ტექნოლოგიების წყალობით აღარ არის საჭირო ტონობით კაპიტალის, მრავალრიცხოვანი მუშახელის, უამრავი ხარისხისა და საფეხურის გავლა.

ანტრეპრენიორთა წარმოსახვის რეალობად გადასაქცევად ძალიან ბევრი უფასო საშუალება არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, ნოლიდან იწყებ ყველაფერს თუ შენი ბიზნესის გაუმჯობესებაზე ფიქრობ, არსებობს ისეთი ხელმისაწვდომი და საჭირო ტექნოლოგიები, რომლებიც  დიდ გავლენას ახდენენ მცირე ბიზნესზეც კი.

ტექნოლოგიებში ჩადებული ცოტა დრო და ინვესტიცია, საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესის მფლობელებს დახარჯონ თავიანთი ენერგია ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე. ანტრეპრენიორთა მხარდასაჭერად, თვითმომსახურებაზე გათვლილი და მარტივად გამოსაყენებელი ბევრი საშუალება არსებობს.

კარგად ვიცით, რომ ანტრეპრენიორების წარმატების ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტი დროა.

1. თავს ზემოთ ძალა არ არის ! 

თუ შენს ბიზნესში დროის ინვესტირებას აპირებ, საკუთარი ბრენდის შესაქმნელად მცირე ბიუჯეტი ნუ გაშინებს. ინტერნეტ გვერდი, სოციალური გვერდების ნაკრები და საქმისადმი ყოველმხრივი მიდგომა ბევრად მნიშვნელოვნად წარმოგაჩენს.  ხშირად, Elance და oDesk-ისნაირ საიტებზე ნაპოვნ უხელშეკრულებო დიზაინერს შეუძლია ინდივიდუალიზმისა და სტილის გზამკვლევის შექმნა. ასევე,  დაბალხარჯიანი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა Squarespace და WIX.com ლამაზი საიტის შესაქმნელად არ ითხოვენ განვითარების ხერხებს.

2. რაც შეძლება მეტი ავტომატიზაცია

თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ბიზნეს პროცესებში, როგორებიცაა ინვოისები, გადასახადები და ელექტრონული საფოსტო მარკეტინგი, დროის ხარჯვა, შესაძლოა, ავტომატური იყოს, რაც თავის მხრივ შენს ვალდებულებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. SMB Finance–ის გამოკვლევის მიხედვით, დასაქმებული პირები ფინანსურ პროცესებზე საშუალოდ თვეში ორ სრულ დღეს ხარჯავენ. მაგალითად, Dwolla–ს კვლევამ აჩვენა, რომ მცირე ბიზნესის მფლობელები ყოველწლიურად დაახლოებით $13.1 მილიარდს საბანკო ჩეკების სახით ხარჯავენ. არსებობს კომპანიებისა და აპლიკაციებისა მთელი რიგი, რომლებსაც შეუძლიათ ეს პროცესი ავტომატური გახადონ (მაგალითად, Campaigner, Evernote და Xero).

3. გახადე ზომა უპირატესობა

მცირე ბიზნესის ქონა, მცირე ბიუჯეტისა და მცირე მუშახელის პირობებში ბევრი ქუდის მორგების სურვილს არ ნიშნავს. მცირე ბიზნესი ნიშნავს სისხარტეს, გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას, სწორად გათვლილ მოქმედებას, მომხმარებელთან მეტ პირად, უშუალო კონტაქტს, ვიდრე დიდ კომპანიებს აქვთ.

ხშირად, ადამიანები კომპანიებში მუშაობისას ისე ერთვებიან მართვის პროცესში, რომ პროცესის გამოსასწორებლად ფიქრისთვის უკან დასახევი არ რჩებათ. კომპანიის სიდიდეს უაროფით მხარედ ნუ ჩათვლი, პირიქით, უპირატესობად მიიჩნიე, ისარგებლე შემთხვევით და სწორად განსაზღვრე თუ რომელი ადამიანების ინვესტირება იქნება უკეთესი და დრო მომხმარებლის გასაცნობად გამოიყენე.

4. დაიქირავე ვირტუალური ასისტენტი

შეხვედრის ან ლანჩის დასაგეგმად დასაკარგი დრო შენ არ გაქვს, ამიტომ ვირტუალურ ასისტენტთან ერთად იმუშავე.

თავიდან, შეიძლება უცნაური იყოს ისეთი ასისტენტის ყოლა, რომელიც შენს გვერდით, სკამზე არ იჯდება. მაგრამ თანამედროვე თანამშრომლობის ტექნოლოგიები, როგორებიცაა Instant Message (IM) და ვიდეო კონფერენციები, საშუალებას გაძლევს წარმოიდგინო, რომ შენი მარჯვენა ხელი გვერდით ოთახშია, მიუხედავად იმისა, რომ ის, შეიძლება დროის სრულიად სხვა სარტყელში ცხოვრობდეს. გარეთ დახმარება ე.წ. აუთსორსინგი საუკეთესოდ შეგიმცირებს ხარჯებს და მეტ სარგებელს მოგიტანს.

დაფიქრდი: წარმატებული ადამიანები დროს უსარგებლოდ არ ხარჯავენ იმაზე, რასაც არ ექნება რაიმე გავლენა, ზემოქმედება. ისინი მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას ეძებენ და ეფექტურ მუშაობას მეტ დროს უთმობენ.

5. მოსწყდი სამუშაო მაგიდას

დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით ბიზნესის მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია. ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა Skype და Blue Jeans Network, საშუალებას გვაძლევს ვირტუალურ სივრცეშიც კი ვიზუალური კავშირი დავამყაროთ თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფები. ხოლო Google Docs და მსგავსი საშუალებებით ჯგუფთან ნებისმიერ ფაილში რეალურ დროში მუშაობა შესაძლებელია.

ხელმისაწვდომი სატელეფონო სისტემები ყველგან და ყოველ დისტანციაზე მუშაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. თუ მუშაობ ინსპირაციისთვის ან სცენარის ცვლილებისთვის, მაშინ შეუერთდი WeWork-ს ან LaunchPad-ს, სადაც შენს მსგავსს მოაზროვნე ინოვატორებს იპოვი. საკონფერენციო დარბაზებში შეხვედრების მასპინძლობა ბევრად პროფესიონალურია, ვიდრე Starbucks-ის კაფეებში.

 

წყარო: marketer.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment