fbpx

ბედნიერები სხვებს გარდაქმნიან… უბედურები კი – მონებად რჩებიან…

ავტორი ჟოლო
11.3K ნახვა

— როგორ დავძლიოთ განსაცდელი?

— ნურასდროს განიკიცხავთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ ღვთიურები ხართ. ნუ შეადარებთ და ნუ გაყოფთ. ყველაფრისთვის მადლიერები იყავით. იხარეთ, რადგან სიხარულს საოცრების მოხდენა შეუძლია. გიყვარდეთ საკუთარი თავი, რადგან საკუთარი თავის მოყვარულს ყველაფერი უყვარს. მადლიერი იყავით საფრთხის, რადგან მამაცები მოიპოვებენ ნეტარებას. ილოცეთ სიხარულის დროს – და უბედურებას აირიდებთ. ილოცეთ, მაგრამ ღმერთს ნუ შეევაჭრებით. და იცოდეთ, განდიდება – საუკეთესო ლოცვაა, ხოლო ბედნიერება — საუკეთესო საკვებია სულისთვის.

— როგორია ბედნიერებისკენ სავალი გზა?

ბედნიერები არიან მოსიყვარულენი;

ბედნიერები არიან მადლიერნი;

ბედნიერები არიან საკუთარ თავში სამოთხის მპოვნელნი;

ბედნიერები არიან სიხარულით გამცემნი და სიხარულით მიმღებნი;

ბედნიერები არიან მაძიებელნი;

ბედნიერები არიან გაღვიძებულნი;

ბედნიერები არიან უფლის ხმის გამგონნი;

ბედნიერები არიან საკუთარი დანიშნულების შემსრულებელნი;

ბედნიერები არიან ჰარმონიაში მყოფები;

ბედნიერები არიან სამყაროს სილამაზის შემცნობნი;

ბედნიერები არიან ბრძენნი;

ბედნიერები არიან საკუთარი თავის შემცნობნი;

ბედნიერები არიან სიცოცხლის მადიდებელნი;

ბედნიერები არიან აღმშენებელნი;

ბედნიერები არიან თავისუფალნი;

ბედნიერები არიან მიმტევებლნი;

— როგორ ვიპოვოთ ჰარმონია?

— უბრალოდ იცხოვრეთ. ნუ მიაყენებთ სხვას ზიანს. სხვისი ნუ შეგშურდებათ. საკუთარი ცხოვრება მშვენიერებას მიუძღვენით. შექმენით ხელოვნებისთვის და არა აღიარებისთვის. გულისხმიერებით მოეპყარით ახლობელს. შეალამაზეთ წარსული და დაივიწყეთ. სამყაროს ახალი შემატეთ – სულიერი ან მატერიალური. შეავსეთ თქვენი სხეული სიყვარულით და იყავით სიყვარულის ენერგიის მატარებელნი, რადგან სიყვარული ყველას აკეთილშობილებს. სადაც სიყვარულია – ღმერთიც იქ არის.

— როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას?

— ბედნიერები სხვებს გარდაქმნიან. უბედურები კი – მონებად რჩებიან, რადგან ბედნიერებას თავისუფლება უყვარს. ჭეშმარიტად, ბედნიერება იქ არის, სადაც თავისუფლებაა. დაეუფლეთ ბედნიერების ხელოვნებას. გაიხსენით სამყაროსთვის და სამყარო გაიხსნება თქვენთვის. შეხედეთ ყველას სიყვარულით და ბევრი რამ თქვენთვის მდუმარებით გაიხსნება… ოღონდ, იყავით ის, ვინც ხართ!

იცხოვრეთ ჰარმონიაში! იყავით ის, ვინც ხართ!

“მეფე სოლომონის სიბრძნე”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment