fbpx

ვის არ უნდა ვენდოთ…

ავტორი ჟოლო
997 ნახვა

დღეს ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის, ვერ ამყარებენ კონტაქტს, დაკარგეს სიყვარული, პატივისცემა და ნდობა.

თუ ადამიანის არ გესმის, ვერ ენდობი.

თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ვერ ენდობი.

თუ ადამიანის არ გჯერა, ვერ ენდობი.

არსებობენ ურცხვი ადამიანები, რომლებიც თავს მხოლოდ იმით იმშვიდებენ, რომ მათ არ აინტერესებთ რას იფიქრებენ მასზე. ვითომ არ აღელვებთ ენდობიან თუ არა მათ ადამიანები.

სინამდვილეში, გულის სიღრმეში იტანჯებიან.

ხშირად მოვისმენთ ფრაზას:

არ მაინტერესებს რას ფიქრობენ და რას იტყვიან ჩემზე.

თუ ადამიანების აზრი არ გაინტერესებს, აბა რისთვის ცხოვრობ, რისთვის გყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და თანამშრომლები. რა არის მაშინ შენი ცხოვრება, თუ არ თქვეს შენზე, რომ გონიერი, კეთილი, სამაგალითო, ღვთის მოსავი, სამართლიანი და ობიეტური ხარ.

ადამიანს, რომელსაც არავის აზრი არ აინტერესებს, ის არ ცხოვრობს, ის მხოლოდ ცოცხლობს.

ბაქტერიაც ცოცხალია, მას სულ ებრძვიან.

ბაქტერიას არ ენდობიან.

თუ კარგად დააკვირდები, ადვილად შეგვიძლია გამოიცნო ის ადამიანი, ვის არ უნდა ენდო.

სიღრმისეულად დააკვირდით ადამიანს, როგორი ლექსიკით საუბრობს, როგორ გამოხატავს თავის ემოციებს.

არ ენდოთ სიტყვა ბილწ ადამიანს, ის თავისი უხამსი ლექსიკით ღმერთს გმობს.

არ ენდოთ ადამიანს, რომელიც საკუთარ რეპუტაციას არ უფრთხილდება. არ ენდოთ იმას, ვისაც საკუთარი საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია.

განერიდეთ უნებისყოფო ადამიანს, ის საშიშია.

არ შეიძლება ენდოთ ადამიანს ვისაც, საკუთარ თავზე კონტროლი არ შეუძლია.

აგრესიული ადამიანი ავი თვისების მატარებელია, ის საშიშია და არასანდო.

უფრთხილდით ადამიანს, რომელიც საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს.

არ ენდოთ ადამიანს, ვინც მუდმივად ამტკიცებს, რომ ის ძლიერი, ჭკვიანი, კეთილი და მართალია.

არ ენდოთ ადამიანს, ვინც საკუთარ თავს უშავებს და ვნებს.

საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, თუ შეგიძლია ადამიანს გული ატკინო.

ადამიანი თავისი ქცევით, მოქმედებით და არსით, წარმოაჩენს საკუთარ მეს, პიროვნებას და სულიერებას.

ადამიანს, იშვიათად თუ შესწევს უნარი, მიხვდეს რის გამო იტანჯება და რის გამო ისჯება.

სიცოცხლე და სიკვდილი ამოუცნობი განზომილებაა.

ერთ-ერთი საიდუმლოებით მოცული განზომილება:

არიან ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ ამის შესახებ მათ ჯერ არ იციან.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment