fbpx

ბრაიან ტრეისის 4 პრინციპი პიროვნული წარმატებისთვის

ავტორი Ann
1.8K ნახვა

პიროვნული წარმატება მიღწევადია ნებისმიერ ადამიანისთვის, რომელიც ამისთვის შრომას არ დაიშურებს, ყველას შეუძლია საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ყველას სურს ჰქონდეს ბედნიერი, ჯანსაღი ცხოვრება და იყოს წარმატებული, მაგრამ ცოტამ იცის, როგორ მიაღწიოს ამას.

ცნობილი მენტორი ბრაიან ტრეისი გვთავაზობს 4 პრინციპს, როგორ მივაღწიოთ წარმატებას:

 

1.გადაწყვიტეთ რა გსურთ ზუსტად და რისკენ მიდიხართ.

2.დაუწესეთ საკუთარ თავს ვადა და დასახეთ გეგმა, როგორ მიხვიდეთ იქამდე.

3.დაიწყეთ მიზნისკენ სვლა, ყოველდღიურად გააკეთეთ რაიმე, რაც მიზანთან  გაახლოებთ.

4.წინასწარ გადაწყვიტეთ, რომ ვიდრე მიზნამდე არ მიხვალთ, არავითარ შემთხვევაში არ დანებდებით.

 

მარტივია მიიღო გადაწყვეტილება, რომ გსურს რაღაც გააკეთო, მაგრამ ასე მარტივი როდია სწორად იარო ამ მიზნისკენ. აუცილებლად უნდა მომართოთ საკუთარი თავი წარმატებისკენ, ზუსტად განსაზღვროთ რა არის საჭირო მიზნამდე მისასვლელად და ნელ-ნელა გადადგათ ეს ნაბიჯები. უნდა იცოდეთ, რომ წარმატების გზა ეკლიანია, ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ თუ დანებდებით, თქვენ დაკარგავთ იმას, რასთანაც შესაძლოა მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment