fbpx

“ბევრი ფიქრობს, რომ უიღბლობა ესაა”… – უიღბლობის და წარუმატებლობის განმარტება ლუიზა ჰეისგან

ავტორი ნინო გონგაძე
752 ნახვა
0 კომენტარი
3

ბევრი ფიქრობს, რომ უიღბლობა ესაა — მეეზოვედ მუშაობა, ან 40 წლის ასაკში დედასთან ცხოვრება, ან 45 წლის ასაკში იყო მარტოხელა და უშვილო. სინამდვილეში კი ეს უიღბლობა სულაც არაა. გინდათ მე გეტყვით რა არის ნამდვილი უიღბლობა და წარუმატებლობა? როცა ერთი დღეც არ გიცხოვრია ისე როგორც გინდოდა.

ესაა— როცა მუშაობ ყველაზე პრესტიჟულ სამსახურში, მაგრამ გძულს ის.

ესაა— გაჰყვე ცოლად ყველაზე ჭკვიან, პერსპექტიულ და სიმპატიურ ტიპს, მაგრამ ოდნავადაც არ გიყვარდეს.

ესაა— ყოველდღე კალორიების თვლა, იმისთვის რომ ატარო სხვისი სხეული.

ესაა – მთელი ცხოვრება ოცნებობდე რომანის დაწერაზე, მაგრამ ძალიან გეშინოდეს დაწყებულის გაგრძელება.

ესაა —დაკავდე სექსით, არა ვნების გამო, არამედ ვალდებულების გამო.

ესაა—- ცხოვრობდე ყველაზე მოსიყვარულე, გამგებიან, კეთილთან და მზრუნველთან. მაგრამ ოცნებობდე მეზობელზე.

ესაა— როცა ბავშვს სულ თამაში უნდა, თქვენ კი — არავინ რომ არ შეგაწუხოთ.

ესაა— როცა კროასანებით საუზმობა და ჟურნალის ფურცვლა გინდა. შენ კი გასახდომ ფაფას ჭამ და საჭესთან ჯდები.

ესაა — ყოველდღე ოცნებობდე ყველაფრის შეცვლაზე და ამისთვის არაფერს არ აკეთებდე.

ლუიზა ჰეი

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი