✨ეს თეფში 22 წლის წინ მოვხატე, მაშინ პატარა, სკოლის მოსწავლე ვიყავი, სახლში რაც კი თეთრი თეფში იყო – ყველა მოვხატე, უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი ამ პროცესით, არც საღებავები მქონდა მაშინ და არც ფუნჯები – ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ფრჩხილის ლაქით ვხატავდი 😊🙌

იცით რა მომწონდა? – რეცხვისას არ შორდებოდა საღებავი თეფშებს და მკვეთრი და ფერადი იყო ყველა ნახატი 🌸 🎨
🌟🙏ბევრს ვოცნებობდი, მსურდა ჩემი ხელით ჭურჭელი შემექმნა, სასურველი ფორმა მიმეცა და მომეხატა ათასფრად.
🌸სახლში ძალიან ლამაზი ჭურჭელი გვქონდა ფაიფურის, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი, როგორი ნატიფი იყო სახელური, როგორი მსუბუქი, დახვეწილი ნახატებით და რელიეფებით🌸.
☀️მახსოვს ერთხელ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ბებოს მოდუღებულ ალუბლის კისელს ვსვამდი ფაიფურის ჭიქით- ვაკვირდებოდი ამ საოცარ სითხეს და ჩემ წარმოსახვაში ვხატავდი ნახატებს ფინჯანზე – რომელიც კისელს ძალიან მოუხდებოდა და ჰარმონიულად შეერწყმებოდა წითელ- ვარდისფერ სითხეს, ჩემი ფიქრებში იხატებოდა ნაირფერი ფოთლები, კვირტები, გრეხილი ტოტები, ჩამწიფებული მოწითალო- შავში გარდამავალი ალუბლები, აფეთქებული გაზაფხულის ყვავილობა, სურნელსაც კი ვგრძნობდი ვარდისფერი ფურცლებისას..🌸🌸🌸
🏆არასოდეს თქვათ უარი ცხოვრების არცერთ შესაძლებლობაზე. ყოველი სიახლე თქვენს ცხოვრებაში, ყოველი ინფორმაცია ან შანსი რაღაც მიზნის გამო ჩნდება, რომლის ხელიდან გაშვებაც დანაშაულია. მცდელობების ეტაზპე თქვენ სწავლობთ როგორ გადადგათ ნაბიჯები თქვენს ოცნებამდე, როგორ მიუახლოვდეთ თქვენს მიზნებს და ბოლომდე გადაეწყოთ პოზიტიური აზროვნების ახალ ტალღაზე.

🏆უბრალოდ გააგრძელეთ მუშაობა, ბრძოლა, ძიება და გჯეროდეთ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არ ზეგ, თქვენს ოცნებებს ფრთები შეესხმება. არასოდეს დანებდეთ, რაც გიყვართ და გულით გინდათ – აუცილებლად გამოგივათ💜
🌟🌠Teio Ceramics ჩემი სულის და გულის ნაწილია, განხორციელებული ოცნებაა, ჩემი მიკრო სამყაროა – სადაც მხოლოდ ბედნიერება, სიყვარული, სიმშვიდე, ბალანსი, სიხალისე და ფერადოვნებაა. აქ მხოლოდ უყვართ, ერთმანეთს გვერდში უდგანან, ამხნევებენ, ყოველ წუთს იმაზე ფიქრობენ – როგორ გაგხადონ უკეთესი, როგორ გაგრძნობინონ ის, რომ შენ მნიშვნელივანი და განსაკუთრებული, სრულიად უნიკალური ხარ ☀️❤🙏
💞გახსოვდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ სვლა, თორემ ვერასოდეს გაიგებთ რამდენად ახლოს იყავით მიზანთან დანებებისას☀️🙏
სიყვარულით და სიხარულით,
Teio 🌸☀️🙏
თეო გორგიაშვილი
