fbpx

გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!

ავტორი admin
7.2K ნახვა

ერთხელ, სკოლიდან შინ დაბრუნებულმა პატარა თომას ედისონმა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედა წერილის წაკითხვისთანავე ატირდა,  შემდეგ კი ბავშვს ხმამაღლა წაუკითხა:

„თქვენი შვილი – გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ, სახლში ამეცადინოთ”.

დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონმა (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებული იყო, როგორც საუკუნის გამომგონებელი)  ნივთების დათვალიერებისას დღიურში წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: „თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას, ამეცადინოთ სახლში”.

ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა:
„თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით, გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია”.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment