fbpx

„უბრალოდ დაიჯერე“ – იგავი წყაროზე

ავტორი ჟოლო
251 ნახვა

ცხოვრობდა ერთი პატარა წყარო, რაკრაკებდა თავისთვის. ასე რაკრაკ-რაკრაკში მიაღწია უზარმაზრი უდაბნოს საზღვარს და შეყოვნდა… შეშინდა…

ამ დროს მოესმა ხმა: „ნუ გეშინია გააგრძელე სვლა“…
არადა, ძალიან ეშინოდა ახალ და უცხო მიწაზე გადასვლის… ეშინოდა ცვლილებების, რა თქმა უნდა, ძალიან უნდოდა გამხდარიყო მეტად წყალუხვი და ეცხოვრა საინტერესო ცხოვრებით, მაგრამ აი, რისკზე წასვლა და რამის შეცვლა შიშს ჰგვრიდა.

ხმა კი დაჟინებით ეუბნებოდა: „თუ შენ ამ ნაბიჯს არ გადადგამ, მაშინ ვერასოდეს გაიგებ რა შეგეძლო! უბრალოდ დაიჯერე, რომ ახალ ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად გექნება. უბრალოდ დამშვიდდი და წადი, იარე“…

წყარომ დაუჯერა და გზა გააგრძელა.

გზა არ გამოდგა მარტივი. უდაბნოში რაც უფრო ღრმად შედიოდა, მით მეტად ცხელოდა… ბოლოს, წყარო აორთქლდა.

წყლის წვეთები ჰაერში აიჭრა და ცას ღრუბლებად გამოეკრა.

უეცრად  ქარმა დაუბერა და ღრუბლები გაანავარდა. ასე, რამდენიმე დღე ინავადრეს ცაში და მიაღწიეს ზღვას. აქ კი ღრუბელი  წვიმად დაეშვა.

წყარომ დაიწო კიდევ ერთხელ, ახალი ცხოვრება.

წყაროს ცხოვრება იმაზე ბევრად  მშვენიერი გახდა, ვიდრე როდესმე წარმოედგინა, ვიდრე ოდესმე უოცნებია…ზღვის ტალღებზე ნავარდისას ის ღიმილით ფიქრობდა:

„ჩემს ცხოვრებაში რა არ გადამხდენია, რამდენჯერ დამიწყია თავიდან და არაერთხელ შევცვლილვარ, მაგრამ მხოლოდ ახლა ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვარ ის, ვინც უნდა ვიყო“.

წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment