fbpx

2018 წლის გამონათებები,  ახალი დრო მოვიდა, რომელიც აღარ დაგიწყებს ლოლიავს

ავტორი ჟოლო
44 ნახვა

ნაწილი #1

1.არაა საჭირო იდეების გადაღეჭვა, გაუთავებელი ფიქრი და იდეალური კომბინაციის ძებნა. გადაწყვეტილებასა და მოქმედებას შორის მინიმალური დრო და სივრცე უნდა იყოს, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს რამდენად „სწორი“ და ეფექტური იქნება თავად მოქმედება.

2.მხოლოდ მოქმედება ახდენს გავლენას შედეგზე. შენი ჭკვიანი თავი, 2 დიპლომი, 15 სერთიფიკატი და ბიზნეს გეგმები – არაფერს ნიშნავს მოქმედების გარეშე.

3.ბრენდ-პლატფორმის სწრაფად შექმნა და დანერგვა, “დიჯითალ ძაბრების” სწრაფად შექმნა და დანერგვა და ძლიერი გუნდი ფორმირება – ეს ის საკვანძო უნარებია, რომელთა განვითარებაზეც უწყვეტად უნდა იზრუნოს ნებისმიერმა ბიზნესმენმა.

4.მხოლოდ ოპერაციული მართვიდან სრულად გამოსვლის შემდეგაა შესაძლებელი რამდენიმე წარმატებული ბიზნესის ჩაშვება პარალელურად.

5.რუტინა კლავს ბიზნესმენის პოტენციალს… ამ მდგომარეობაში ნებისმიერი განვითარება ილუზიაა.

6.თანამედროვე ბიზნესმენი მხოლოდ სტრატეგიის, პროდუქტის, რესურსების მოზიდვისა და ძლიერი პირველი კონტურის მოთამაშეების ფორმირებით უნდა იყოს დაკავებული.

7.ბიზნესმენი მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც პრიორიტეტებში საქმე პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. საჭიროა საკუთარ თავთან გადაწყვიტო, თუ რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

8.შენ გარანტირებულად მარტო დარჩები, თუ ადამიანებზე ცუდად იფიქრებ და ილაპარაკებ.

9.მუდმივი რეინვესტირება და დამზოგველობა – დაავადებაა… ფული უნდა ხარჯო, სწორედ ეს ახდენს გავლენას ზრდაზე.

10.ბიზნესი – ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება თვითგამოხატვაში.

11.თავად ბიზნესის სიყვარული არაა საჭირო, მასთან უნდა ითანამშრომლო.

12.ბიზნესმენის ჭეშმარიტი ძალა – ეფექტურ კომუნიკაციაში, აზროვნების მასშტაბურობასა და ძლიერ პარტნიორებშია.

13.ადამიანებსა და პროექტებს ადვილად უნდა დაშორდე, ეს ენერგიის შენარჩუნებასა და ახალ დონეზე სწრაფად გადასვლაში გვეხმარება.

14.თუ დროულად არ გადახვალ ახალ დონეზე, დაიტანჯები.

15.მიზანი ყოველთვის მახედ იქცევა, თუ არასწორადაა დასახული, ანუ თუ შენი ჭეშმარიტი ფასეულობები არ გაქვს გათვალისწინებული.

16.ეფექტური მესაკუთრის სტილი – ეს არის მარათონელი ვიზიონერი. ეფექტური გენერალური დირექტორის სტილი – ეს არის სისტემური სპრინტერი.

17.ვერტიკალური მენეჯმენტის დრო წავიდა, ჰორიზონტალურის მოვიდა.

18.ჩვენ სასტიკად ვცდებით, როდესაც ვახდენთ მთავრობისა და მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნას, სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ერთი დიდი სურათის პატარა ფიქსელები ვართ. მთავრობა – ჩვენ ვართ.

19.ჩვენი [ქართველების] ყველაზე დიდი მინუსი და სუსტი მხარე – ბაქი-ბუქობა და არაგუნდურობაა.

20.ახალი დრო მოვიდა, რომელიც აღარ დაგიწყებს ლოლიავს, ის გაიძულებს შეიცვალო… შეეწინააღმდეგები? მოგკლავს!

გაგრძელება იქნება…

გილოცავ ახალ წელს!

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment