თვალები გავახილე, გავიღვიძე და მივხვდი, რომ მართლა გავიღვიძე და სხვა დღეებთან შედარებით ვიგრძენი დღევანდელი დღე სინამდვილეში, თავისი ყველა დეტალით, სილამაზით, სიცოცხლის გამოხატვით ყველა ცოცხალ არსებაში, მზის სხივებთან კონტაქტის სურვილი და ის, რომ ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობაა სულისთვის, რომ გაცოცხლდეს, ბედნიერება მოუტანოს საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს. შეგიძლია უბრალოდ გაიფიქრო და მეორე წამს რეალობად აქციო, ეს არის ფიზიკური სხეულის უპირატესობა – „რაღაცეების კეთების“ უნარი.
ამ განსაკუთრებული შეგრძნებებით მინდა გავაცილო, უცნაური, მარტის, ბოლო დღე, რომელიც ზუსტად ესეთი აღარასდროს აღარ იქნება, როგორიც დღეს.
მადლობა ყველა იმ მიგნებისთვის, რომლებიც დამეხმარნენ დღევანდელ დღეს მოვახლოებოდი,
ყველა იმ დიალოგისთვის, რომლებსაც ჩემთვის სიამოვნება მოუნიჭებია,
ყველა იმ მელოდიისთვის თუ ფრაზისთვის რაც აღმიქვამს და ამ მომენტში დავუბრუნებივარ, თუნდაც, რამდენიმე წამით.
მიყვარს დაკვირვება, როგორ იცვლებიან ამინდებივით ადამიანების მდგომარეობები, გუშინ, შეიძლება, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი დღეს, ყველაზე ბედნიერი ვიყო…
მე თუ შემიძლია ეს, შენც შეგიძლია და შენც თუ შეგიძლია, ესეიგი ყველას აქვს მიდრეკილება ამისკენ.
ცუდად ყოფნას ერთი უნიკალური უნარი აქვს, გაგრძნობინებს რომ „აქედან“ უნდა ამოხვიდე და როგორც სეროტონინი (ბედნიერების ჰორმონი) აქტიურდება, ყველაზე ძლიერად, მაშინ ორგანიზში, როცა სტრესულ სიტუაციაში ვართ, ისე გვიხსნის ახალ სუნთვას, ყოველი „სიბნელე“ ახალი დასაწყისისთვის და დამაკავშირებელი მნათობი წერტილია ახალ სამყაროში გადასავლელად.
მიკო, დაიმახსოვრე, შეინახე და აღიქვი ეს გადასვლის მომენტები, რომ შენი ნებით შეძლო, ერთ დღეს, თვალები დახუჭო, ღრმად ჩაისუნთქო და აქ აღმოჩნდე. თბილი ნიავის შეხებასავით იყო ეს შეგრძნებები, როცა ბავშვობის სიზმრებით მიღებული სიამოვნება გამახსნდა, მერე ნოსტალგია გამიჩნდა, ამ მგდომარეობას მივამსგავსე და გამეღიმა.
მადლობა კიდევ ერთი მზიანი დღისთვის.