🟥ცხიმი ისე არ ასუქებს
🟥ასუქებს ნახშირწყლები
🟥კალორიების დათვლა და კალორიების დეფიციტში ყოფნა პირველი საფუძველია დაკლების
🟥უნდა დახარჯო, დაწვა მეტი კალორია, ვიდრე ჭამ, სვამ
🟥აუცილებლად უარი უნდა თქვა სუსნაობაზე, “სნეკებზე”, წახემსებაზე
🟥რადგან ყოველი ჭამის შემდეგ მაღლა იწევს სისხლში შაქრის კონცენტრაცია, რაც განაპირობებს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფას
🟥პანკრეასის ხშირად წვალება და ორგაზმში ინსულინის ხშირი გამოყოფა ასუქებს!
🟥ამიტომ უნდა ვჭამოთ 24 საათში 2-ჯერ ან 3-ჯერ
🟥ხშირად ჭამა ხელს უწყობს გასუქებას
🟥იდეალურ ვარიანტში ვახშამსა და საუზმეს შორის უნდა დავიცვათ 12-16 საათიანი შიმშილის პერიოდი, რადგან ასე პანკრეასი ისვენებს და იწყება ცხიმის დაწვა
🟥საკვები იდეალურ ვარიანტში მივიღოთ გლიკემური ინდექსის გათვალისწინებით (ნახეთ ინტერნეტში)
🟥ანუ ვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს(თეთრი ცომეული, პასტა, ბრინჯი, ნამცხვრები, ქიშმიში, ანანასი…)
ისინი სწრაფად ზრდიან გლუკოზის დონეს სისხლში. ასეთი გლუკოზა სწრაფადვე ეცემა, შედეგი – მალე გვშივდება
🟥კვების რაციონში აქცენტი გავაკეთოთ ჯანმრთელ ცხიმებზე (თხილეული, ცხიმიანი თევზი, ავოკადო)
🟥და ცილებზე
🟥შაქარს მაქსიმალურად ვერიდოთ, რადგან ის ისედაც ყველგან არის დამალული
🟥ეს ყველაფერი რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასთან ტანდემში.
🟥არ არის აუცილებელი პირდაპირ სირბილი ან ცურვა, უკვე კარგია ყოველ დღე სეირნობა, ფეხით სიარული, მანქანის ნაკლებად გამოყენება, კიბეები, ველოსიპედი
მოკლედ:
✅იშვიათი, მაგრამ დამანაყრებელი კვება
✅აქცენტი ცილებზე და მცენარეულ ცხიმზე
✅შაქრის მინიმუმზე დაყვანა
✅მინიმუმ 12 საათიანი შიმშილი ყოველ დღე
✅საკვები დაბალი გლიკემური ინდექსით (ნახეთ ინტერნეტში)
✅ფიზიკური დატვირთვა
✅ამ ყველაფერის აუჩქარებლად და რეალისტურად შემოტანა-დანერგვა ცხოვრების სტილში
❌რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი.
❌თუ თქვენ გაქვთ გარკვეული დაავადებები (დიაბეტი, შაკიკი, თირკმელების, გულის უკმარისობა…) ეს ყველაფერი უნდა შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან.
მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნები სიგამხდრის ტერორს!
ვისაც როგორ სურს, ისეთი უნდა იყოს!!!
გერმანიაში გვაქვს კარგი გამოთქმა: “leben und leben lassen” – იცხოვრე თავისუფლად და სხვასაც მიეცი ცხოვრების თავისუფლება
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი 💛💙