რამდენჯერ გიფიქრიათ რომ მეტს იმსახურებთ? მაშინ რატომ ჯერდებით კუთვნილზე ნაკლებს? თქვენ დღეს, აი ამ წუთიდან შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და აღარ მოუშვათ თქვენამდე ნეგატიური გრძნობები და ადამიანები, რომლებიც თქვენს გათელვას ცდილობენ. თუ ამას გადაწყვეტთ, მაშინ გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ექვს რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატივის გაქრობაში.
6 ქცევა, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს:
1.ნეგატივი
ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანებს საერთო პრობლემები უფრო აახლოვებთ ვიდრე ერთმანეთის წარმატება. ადამიანების უმეტესობა პრობლემის გაზიარებისას არა მხოლოდ შვებას გრძნობს, არამედ ამ დროს ახალ მეგობრებსაც იჩენენ. როდესაც იგრძნობთ, რომ ვიღაც საკუთარი პრობლემის თქვენთვის თავზე მოხვევას ცდილობს, განერიდეთ, თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი დრამა. არჩიეთ მას თქვენი ჯანსაღი განწყობა, დარჩით პოზიტიურ ტალღაზე, ეს ნამდვილად სჯობს საკუთარი თავის არასასურველი ინფორმაციით გამოკვებას.
2.თქვენი შესაძლებლობების და ძალის უარყოფა
არავის მისცეთ უფლება გითხრათ, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ — დარჩით თქვენი თავისა და ოცნებების ერთგულად. არ დანებდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა განსხვავებულად ფიქრობს. მთავარია თქვენ თავად ირწმუნოთ თქვენი პოტენციალი. თქვენ საკმარისად ძლიერი ხართ იმისათვის რომ საკუთარი ამბიციები, რეალობად აქციოთ.
3.ტყუილები
მიაქციეთ ყურადრება ადამიანების ნათქვამსა და შემდგომში მათ ქცევას, ეს გულწრფელი ადამიანების გამორჩევაში დაგეხმარებათ. თუ ადამიანი ერთხელ ტყუილების მახეში გაგაბამთ, შემდეგში ფრთხილად იყავით მასთან ურთიერთობისას. გახსოვდეთ-ქმედება ბევრად შესამჩნევია, ვიდრე საუბარი.
4.დაშინება
დაშინება მხოლოდ თინეიჯერების და ბავშვების პრობლემა არ არის. ეს ქცევა მოზრდილებშიც ხშირია. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ვერც კი ხვდებიან, რომ ვერბალური ძალადობის მსხვერპლები არიან. ეს ის ქცევა არ არის, რომელის მოთმენა დაშვებულია. არავის აქვს უფლება თავი ცუდად გაგრძნობინოთ, მხოლოდ იმისთვის რომ თქვენ ისეთი ხართ, როგორიც ხართ. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს გათელვას ეცდებიან, ასეთი ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ თქვენი თვითშეფასება ნულამდე დაიყვანონ. ერთი შეხედვით, მსგავს ქცევასთან გამკლავება რთულია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ საკუთარი თავისთვის, მომავალში ამისთვის მადლიერნი დარჩებით. ასე რომ, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებიც თავს უმნიშვნელოდ გაგრძნობინებენ. ასევე გახსოვდეთ, რომ ეს ნეგატიური ქმედება, ნებისმიერი გარშემომყოფისგან, თუნდაც ოჯახის წევრისა და მეგობრისგანაცაა მოსალოდნელი. მზად იყავით და ყოველთვის მოახდინეთ რეაგირება მსგავს ქმედებაზე.
5.სხვები შენს ცხოვრებას აკონტროლებენ
თქვენ საკუთარი ცხოვრების არქიტექტორები ხართ, რატომ უნდა მისცეთ ვინმეს უფლება ის ააგოს? რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების ნაწილია, რომ საჭიროებისამებრ სხვებს დახმარება ვთხოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ექნება უფლება შენს ცხოვრებას ტვირთად დააწვეს.
6.ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა
თუ თქვენ ოდესმე ფიზიკური ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი ან მსგავს შემთხვევაში გამშველებელი ყოფილხართ, თუ ეს დაივიწყეთ, აპატიეთ და განაგრძობთ გზას თქვენ გმირი ხართ! ფიზიკური ძალადობა სერიოზული შემთხვევაა და მისი იგნორირება არაფრით შეიძლება, მიუხედავად ამისა ის დღეს ბევრი ოჯახისა და ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი, ვისაც ამის საკუთარ თავზე გამოცდა უწევს, აუცილებლად დაეხმარეთ მას, გაუწიეთ დახმარების ხელი და გაამხნევეთ იგი, დაეხმარეთ გაუმკლავდეს პრობლემებს, დაივიწყოს წარსული და მომავლისკენ ჯანსაღი სვლით იაროს.
თქვენ თქვენივე გადაწყვეტილებების შედეგები ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი ტვირთია და იმაზე ძლიერები ხართ ვიდრე გგონიათ. იცხოვრეთ კარგად და არასდროს დაკმაყოფილდეთ იმაზე ნაკლებით, ვიდრე იმსახურებთ.
წყარო: kaizenist.com