– ნაცვლად იმის, რომ ვეძებოთ მამაკაცი, შევეცადოთ ვიპოვოთ საკუთარი თავი. აი, სად გველოდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები.
– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ როდის გამოიჩენს მამაკაცი ყურადღებას, დავიწყოთ ეს დამოუკიდებლად. გავხადოთ საკუთარი თავი საუკეთესოს ღირსი და გავახვიოთ ის მზრუნველობაში.
– ნაცვლად იმის, რომ საყვარელი მამაკაცისაგან ველოდოთ სიყვარულის გამოხატვას, პირველ რიგში, საკუთარი თავი ავავსოთ სიყვარულით.
– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ მამაკაცისთვის გავხდებით საჭირო, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი, საკუთარი თავისთვის.
– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ მამაკაცმა მოგვიძღვნას თავი, დავიწყოთ საკუთარი თავიდან – დ ა ვ ი ბ რ უ ნ ო თ საკუთარი ცხოვრება .
– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცისგან ერთგულებას, თავად გავხდეთ საკუთარი თავის (აზრების და არა მარტო…) ერთგული.
– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცმა გაგვხადოს ბედნიერი, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ბედნიერი თავად.
ბედნიერების წყარო (როგორც იმ სხვა დანარჩენის, რასაც სხვისგან ვითხოვთ) იმალება თითოეულ ჩვენთაგანში შიგნით, სხვები უბრალოდ ი რ ე კ ლ ა ვ ე ნ მას.
თუ კი ყველა მოცემულ პირობას შეასრულებთ, თქვენ წინაშე მოკრძალებით თავს დახრის მთელი „საკაცეთი“ (მომიტევეთ, ცუდად თუ კი მოგესმათ), უბრალოდ, მინდოდა მეთქვა – ქალს რომელიც ასხივებს ბედნიერებას და სიყვარულს, ვერ დატოვებს გულგრილს ვერავის, მითუმეტეს, იმ ერთადერთს <3 🙂
ნუ ეცდებით თქვენი პრობლემების გადაწყვეტას სხვებში, ეს მცდარი გზაა. ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ თავად, დატკბით ცხოვრებით და „ბედი კარებზე მოგადგებათ“ ძალისხმევის გარეშე!
სიყვარულით, ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია