3K
სანამ არ გახდები უბრალო, როგორც ბავშვი, ვერ მიაღწევ ღვთაებრივ სინათლეს.
მოიშორე ამქვეყნიური ცოდნით მიღებული პატივმოყვარეობა და იცოდე, რომ ის უსარგებლოა უმაღლესი ჭეშმარიტების სამფლობელოში.
იყავი უბრალო, როგორც ბავშვი, და მხოლოდ მაშინ მიაღწევ ცოდნას, რომელიც ჭეშმარიტია.
სუფთა ცოდნა და სუფთა სიყვარული – ერთი და იგივეა. ერთსაც და მეორესაც მაძიებელი ერთ მიზნამდე მიჰყავს. სიყვარულის გზა ბევრად ადვილია.
/რამაკრიშნა/