დღეს ფოტოები გადმომიგზავნეს გარემონტებული ოთახების. მართალი გითხრათ თავიდან ვერაფერი გავიგე. ფოტოს, ფოტო მოსდევდა… წამით გავიფიქრე – ალბათ სხვას უგზავნის, ეშლება-თქო. გადავწყვიტე მიმეწერა, მაგრამ მოწერა დამასწრო…
„თამუნა როგორ მოგწონს? ეს ის ოთახებია შენმა მეტაფორულმა ბარათმა რომ გამაკეთებინა არჩევანი, გახსოვს ის გიტარა? სოფელს რომ დავუკავშირე, ჰოდა, აი შედეგიც… ჩამოვედი და დავიწყე. არ იყო ადვილი, “აწარმოეშიც” შევიტანე პროექტი, არ დამაფინანსეს. მაინც ვერ გავჩერდი))) მივყევი და ნელ-ნელა ვაკეთებ. ჯერ ბოლომდე არ დამისრულებია, მაგრამ ვერ ვითმენ და გიგზავნი. იცი, ყველაზე მთავარი რა არის? – მაბედნიერებს ეს ყველაფერი მადლიერი ვარ“.
სასწრაფოდ მოვიძიე ის მეტაფორული ბარათი გიტარის გამოსახულებით, მერე პოსტი, რომელიც მაშინ გამოვაქვეყნე, ეს პოსტი ბევრ თქვენგანსაც ემახსოვრება…,
ხელახლა ვაზიარებ.
პოსტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნე
გუშინ სთორი დავდე ახალი ბარათების დასტით და მაგიური სესიები დავაანონსე.
დღეს კი საქმიანი შეხვედრა მქონდა ერთ საოცარ ქალბატონთან, დაუგეგმავად ბარათები გავააქტიურეთ და სულ რაღაც 15 წუთში მისთვის ისეთი საკითხი გადაწყდა, რომ ძალიან მალე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეში პიროვნული ზრდის და განვითარების ტრენინგები გველის … მიხარია, რომ ასე უნებურად, ამ „მაგიური სესიის“ დამსახურებით, ძალიან დიდი და კარგი საქმის თანამონაწილე გავხდი.

ზღვა ემოციებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
თვითონაც გაოცებული იყო საკითხის ასე მალე „დალაგებით“ – ჩემი ოცნების გზაზე ვდგავარ და ზუსტად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთოო, – მითხრა. არადა, რამდენი ხანია ამ თემას ვეჭიდავები და გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირდაო…
ასეა … სამყარო გვისმენს და გვიგზავნის ადამიანებს, ჩვენი ოცნებების ასრულების გზაზე…
მთავარია დაინახო, შეიგრძნო, შეეხო შენს ოცნებას და რეალობად აქციო.
💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫
აი, ასეთი მაგიური ძალა აქვს მეტაფორული ბარათებით მუშაობას.
სცადეთ თქვენც.
ოცნებების ახდენას გისურვებთ ყველას ❤
💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫 💫💫💫💫💫💫
P.S ოთახების ფოტოებსაც ძალიან მალე ავტვირთავ, უკვე დასრულებულს.
თამარა ქურდაძე
მეტაფორული ბარათების მაგიური სამყარო
დარეგისტრირდი: https://shorturl.at/rtxMT
ვიმუშავებთ მეტაფორული ბარათებით
ღირებულება 45 ლ
ადგილები შეზღუდულია, ჯგუფში ვიქნებით ხუთნი
