fbpx

მზის ბავშვი და ჩრდილოვანი ბავშვი ჩვენში

ავტორი ჟოლო
733 ნახვა

ყველა ჩვენგანში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი და მეტწილად სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ბევრმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის… არადა, შინაგანი ბავშვი, რომელთანაც კონტაქტი გაწყვეტილი გვაქვს, შეიძლება იყოს: შეშინებული, მიტოვებული, ნაწყენი, იმედგაცრუებული, გაბრაზებული… ეს ყოველივე “ტკივილიანი წარსული გამოცდილების” შედეგია,(ადრეული ბავშვობიდან). თითქოსდა “გადავაგორეთ”, თითქოსდა მივივიწყეთ, დავმალეთ, რომ “გადავრჩენილიყავით”, მაგრამ ქვეცნობიერმა დაუკითხავად შემოგვინახა და სხვადასხვა სახით ხშირად გვახსენებს თავს. 👇👇

ცნობილი თანამედროვე გერმანელი ფსიქოლოგის სტეფანი შტალის თქმით ყველა ჩვენგანში არის, როგორც ჩრდილოვანი, ასევე მზის ბავშვიც.

“მთავარია შევძლოთ ჩვენი ჩრდილოვანი ბავშვის მიღება და ყოველგვარი განკითხვისა და მიკერძოებული განპირობებების გარეშე მისი რესურსულ, ანუ მზის მხარესთან დაკავშირება. “

სწორედ ამ თემას ეთმობა მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი, – “მზის და ჩრდილოვანი შინაგანი ბავშვის დინამიკა სისტემური განლაგების პერსპექტივით”

მოქშა ფეიქარი: შინაგანი ჩრდილოვანი ბავშვის და მზის, ანუ მზიური ბავშვის ურთიერთდინამიკა რთული და კომპლექსური მოვლენაა და ყველა ჩვენთაგანს ინდივიდუალური ურთიერთთანხლება გაგვაჩნია ამ ორ თითქოსდა საპირისპირო ასპექტთან.

ეს ონლაინ ტრენინგი მოგვცემს იმ ახალ პერსპექტივას, რომელიც შეუძლებელია ჩვენს გონებრივ პროცესებში და აღქმებში სხვაგვარად უკეთესად წარმოგვესახოს, ვიდრე ამას სისტემური განლაგებით  შევძლებთ.

განლაგების დროს მარტივად ჩანს ის დაფარული შინაგანი მოძრაობები, რომლებსაც ჩვენი შინაგანი ინტუიცია გვკარნახობს. ჩვეულებრივ ამ იმპულსებს ჩვენ ხშირად ვერც ვაცნობიერებთ ხოლმე, რადგან ეს პროცესები ქვეცნობიერ შრეებში და დინებებში წარიმართთება.

გაცნობიერებულობა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენი ქვეცნობიერიდან შეგვიძლია დაფარული ჩახერგილობების ისევ ჩვენს ცნობიერებაში ამოტანა.

თვითშემეცნების გზაზე მიზანი არის შინაგანი ფრაგმენტების რეინტეგრაცია. ნებისმიერი ჩვენი ახლანდელი გადაწყვეტილება შეიძლება დავიყვანოთ ჩვენივე შინაგანი ბავშვის ამ ორივე, მზის და ჩრდილოვანი მხარის გამოვლინებაზე ჩვენში.

ამიტომ ამ შინაგანი პროცესების სწორი გაგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ხშირად არის, რომ ჩვენ გარეთა პიროვნებაზე ვაპროეცირებთ ჩვენსავე შინაგან გაურკვევლობებს. საკუთარ დედასთან და მამასთან ურთიერთობაც შეიძლება ჩვენი შინაგანი ბავშვის ნაწილების ინტერნალიზირებად განვიხილოთ. ანუ ერთი მშობელის გავლენა გავლენას ახდენს შინაგანი ბავშვის ერთ ნაწილზე და მეორე მეორე ნაწილზე.

ჩვენი შინაგანი ბავშვის რესურსული და ტრავმირებული ნაწილების ჩამოყალიბება ხშირად ადრეულ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებებით არის განპირობებული.

ამიტომ გელით ძალიან საინტერესო ლაივი საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რომელებსაც ასევე საკმაოდ პრაქტიკული და პრაგმატული იერსახე აქვს.

ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ შტეფანი შტალის გიდირებული მედიტაცია შინაგანი ბავშვის ამ ორივე ნაწილთან მიმართებაში.

…………………………..

მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი

“შინაგანი (მზის და ჩრდილოვანი) ბავშვის დინამიკა სისტემური განლაგების პერსპექტივით”

ჩანაწერის ღირებულება 45 ლ

 რეგისტრაცია https://bit.ly/35oy1lI

მოქშა ფეიქარი ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის გახლავთ სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი, რომლის მასწავლებელიც თავიდან ბერტ ჰელინგერი იყო. შემდგომში კი სწავლა გააგძელა ქალაქ კიოლნის უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოეჩთან.

ასევე გაეცანით: 👇👇

მზის და ჩრდილოვანი შინაგანი ბავშვის დინამიკა სისტემური განლაგების პერსპექტივით

გავაძლიეროთ მზის ბავშვი ჩვენში

მსგავსი სტატიები

Leave a Comment