fbpx

“გაციება არ უნდა იყოს ძვირი “სიამოვნება””- ეფექტური რჩევები გაციების დროს

ავტორი ნინო გონგაძე
386 ნახვა

გაციება – სურდო – common cold

მოდის ზამთარი, ტემპერატურების ცვალებადობა, დახურულ სივრცეებში ყოფნა და ბევრისთვის გაციების, სურდოს დრო.

საუკეთესო მედიცინა პრევენციაა – კოვიდსაწინააღმდეგო ჰიგიენის წესები კარგად დაგიცავთ ასევე გაციების ვისუსებისგან, რადგან გაციებას ყოველთვის იწვევს ვირუსი და არა სიცივე იზოლირებულად!

დღეს მედიცინაში არ არსებობს არცერთი ეგრედწოდებული გაციების წამალი. გაციებას ყოველთვის იწვევენ ვირუსები და შესაბამისად მკურნალობაში თუ არ გამოიყენე ანტივირუსული პრეპარატები (რასაც ბანალური გაციების “common cold” დროს არასდროს ვხმარობთ), მაშინ ვერცერთ პრეპარატს ვერ მიეცემა ასეთი კვალიფიკაცია.

ეს არის ჩვეულებრივი ფულის გადაყრა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ექიმის რეცეპტით.

გაციება, როგორც წესი, თავისით ლაგდება 7-14 დღეში.

მკურნალობა არის იგივე, რაც მაგალითად მსუბუქი კოვიდის შემთხვევაში:

– ბევრი სითხე (რომ არ გასქელდეს ლორწო და ნახველი)

– სრულფასოვანი კვება (ეხმარება იმუნურ სისტემას თავისი საქმის გაკეთებაში)

– გემრიელი ძილი (რეგენერაცია)

– სუნთქვის ვარჯიშები (ფილტვში ყველგან რომ ცირკულირებდეს ჰაერი)

– დადებითი განწყობა (ყველაფერზე დადებითად მოქმედებს)

ცალკეული სიმპტომების მკურნალობა შეიძლება მოხდეს ფარმაკოლოგიურად:

ჯანჯაფილის, გვირილას, თიმიანის, სალივა ოფიცინალის, იგივე სალბი, ჩაი თუ გამოვლებები – ზომიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტი.

მაღალი სიცხის დაწევა კლასიკური სიცხის დამწევი პრეპარატებით.

37 სიცხე არ არის!!!

ტკივილის გაყუჩება იგივე კლასიკური სიცხის დამწევი, ანალგეზიური პრეპარატებით (პარაცეტამოლი, იბუპროფენი)

ხველის წამალიც ძირითადად ფულის გადაყრაა. შეიძლება მცენარეული პრეპარატების დახმარება Cineol შემცველობით, თუ არ ხართ ევკალიპტის ზეთზე ალერგიული.

თუ ხველა არის ძლიერი, პროგრესირებადი, მშრალი მიმართეთ ექიმს.

თუ დაგჭირდათ ცხვირის სპრაი, გამოიყენეთ მაქსიმუმ 1 კვირა, რადგან სერიოზული შეჩვევა იცის, რასაც პრივინიზმი, ან რინიტის მედიკამენტოზა ჰქვია.

ცხვირის სპრაი ოქსიმეტაზოლინის შემცველობით სჯობს, რადგან ეს ნივთიერება ანტივირუსულად მოქმედებს სურდოს ყველაზე ხშირად გამომწვევ მიკრობზე – რინოვირუსზე.

გაციება არ უნდა იყოს ძვირი “სიამოვნება”. მაქსიმუმ დაგჭირდეთ პარაცეტამოლი და ცხვირის სპრაი.

გამონაკლისი და გართულებები ყოველთვის არსებობს და ეს პოსტი მათ არ ეხება.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ! 💚

Le van House

მსგავსი სტატიები

Leave a Comment