fbpx

რაიცი, იქნებ სწორედ ახლა გათენდა ის დილა, რომელიც შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის!

ავტორი ნინო გონგაძე
4.4K ნახვა

– ერთხელაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა! ოღონდ მთელი გულით უნდა გინდოდეს! ყველაფერი დამოკიდებულია სურვილის სიძლიერეზე!

– ერთხელაც ყველა ცრემლისთვის…

ყველა წყენისთვის…

ყველა უსამართლობისთვის…

ყველა გულისტკენისთვის…რომელიც გერგო,-ბედნიერებას დაიმსახურებ! იმდენად დიდი იქნება შენი სიხარული, რამდენადაც დიდი იყო მწუხარება…

– ერთხელაც ყველა ადამიანი, რომელმაც დახმარების ხელი გამოგიწოდა, ისეთ დროს იგრძნობს უფლის ხელს დაღლილ მხარზე, მიხვდება რომ ეს იმ სიკეთისთვის მიეცა, რომელიც შენ გაგიკეთა.

-ერთხელაც ყველა უსიამოვნო მოგონება, ყველა არასასიამოვნო ადამიანთან ერთად წავა შენი ცხოვრებიდან. ნაწილ-ნაწილ დაიწყებენ წასვლას, აიბარგებიან და საკუთარი ნებითვე წავლენ იქ, საცად საჭიროა!

-ერთხელაც ყველას მოუწევს უნიღბოდ ყოფნა…

-ერთხელაც ძალიან, ძალიაან დიდი მოულოდნელი სიხარული მოვა შენს ცხოვრებაში…და იგრძნობ, ცხოვრებაში არაფერი ქრება უკვალოდ…

-ერთხელაც შენც მიხვდები, ყველაზე ძვირფასი რაც ღმერთმა მოგცა სიცოცხლეა და იმასაც გააცნობიერებ, რაც უფალმა მოგცა ადამიანს არ უნდა გაათელინო! არ უნდა გაანადგურებინო! უბრალოდ ამის უფლება არ გაქვს!

– ერთხელაც მართლა ისე იქნება ყველაფერი, როგორც გიოცნებია, მთავარია მოთმინება გეყოს!!!

რაიცი, იქნებ სწორედ ახლა გათენდა ის დილა, რომელიც შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის!

იქნებ, სწორედ ახლა დადგა ის დღე, ჩვენ რომ “ერთხელაც” დავარქვით მოლოდინის გასამართლებლად?!

ეს დღე ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ!!!!!

ეს გარდაუვალია!

ია ნანეიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment