ეს ერთი თვეა საოცარი ამბები ხდება ჩემს თავს ✨️☀️❤🙏 საოცარად კეთილი ადამიანები მხვდებიან გზად ❤
დღეს ერთ-ერთი მათგანის Germane Chelidze – ის დამსახურებით 30-მა ბავშვმა გაიხარა ❤ ორსართულიანი წითელი ავტობუსით ძველი თბილისის ტური მიიღეს საჩუქრად.
მანამდე იყო სხვა სიკეთეებიც ❤ ❤☀️☀️❤ 🙏✨✨✨✨✨✨️☀️❤🙏
ყველაფერი კი ერთი უბრალო საუბრით და Natia Kharebashvili-ის დიდი სურვილით დაიწყო… ნათიამ სხვა ემიგრანტ მეგობრებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვების გახარება ფერადი წიგნებით გადაწყვიტა. სოფო ფოცხვერაშვილის საბავშვო წიგნები შევარჩიეთ და ავტორის დამსახურებით თვითღირებულების ფასად შევიძინეთ.
მერე “ჩაის სახლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა შანშიაშვილმა უგემრიელესი ნამცხვრები გამატანა პატარებთან – სხვებსაც თუ ესტუმრები შენს გვერდით გვიგულეო ❤
მერე ჩემმა მეგობარმა ნინა ორჯონიკიძემ, რომელიც ქოუჩი გახლავთ და რამდენიმე დღით იმყოფებოდა თბილისში, ბავშვებს არტ თერაპიის ლამაზი დღე მოუწყო.
სწორედ იმ დღეს გავიგეთ ბავშვების სურვილის შესახებ, წითელ ავტობუსთან დაკავშირებით.
ჯერ გუგლში მოვიძიე, შემდეგ ფბ-ზე და კომპანია WST და მისი მფლობელი გერმანე ჭელიძე აღმოვაჩინე. ფბ-ზე როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე საერთო მეგობარიც აღმოგვაჩნდა, ერთ-ერთს “ჭკუა ვკითხე” 🙂 ( ძალიან კეთილი ადამიანია, უარს არ გეტყვისო) ბოლოს მესინჯერში მივწერე და წინადადება არ მქონდა დამთავრებული – ვიცი, ლალიმ მითხრა თქვენს შესახებ, არ არის პრობლემა, ბავშვები მოიყვანეთო.
ერთ კარგ გოგოსთან, თეასთან გადამამისამართა და დღევანდელი დღეც დავგეგმეთ.
დღეს ბავშვები მივიყვანეთ, ოღონდ არა ისინი, რომლებმაც ავტობუსი ინატრეს. რადგან რამდენიმე ავად გახდა და … გული, რომ არ დასწყდეთ გაზაფხულისთვის გადავდოთო. სხვა დღის ცენტრს დავუკავშირდი, ჰოდა, როცა ჩემთვის ვფიქრობდი – რა კარგი გავაკეთე, რომ არ გავაუქმე ეს ტური, გაზაფხულზეც რამეს მოვიფიქრებ-თქო… თეა მეუბნება – ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა, ბატონმა გერმანემ გადმოგცათ, როცა მოგესურვებათ მაშინ მოიყვანეთ ბავშვებიო.
ვწერ ახლა ამ ყველაფერს და მეტირება 🙂 ❤
იმრავლეთ ❤ იდღეგრძელეთ ❤ იხარეთ და იბედნიერეთ კეთილო ადამიანებო ✨️☀️❤🙏
P.S სანამ გერმანეს დავუკავშირდებოდი, ნინა ორჯონიკიძის დედამ მომწერა იტალიიდან – დეა, დააზუსტე რა ღირს წითელი ავტობუსის ტური და ხელფასს ავიღებ თუ არა ეგრევე გადმოვრიცხავ თანხასო ❤
აი, ეს საოცრებები ხდება ჩემს ირგვლივ ❤
დღეს კი სიცილის თერაპიის ლიდერს ნინო შავდიას ვესაუბრე და ბავშვებთან მორიგი ვიზიტი დავგეგმეთ. ამჯერად სიცილის თერაპიით გავახალისებთ პატარებს ❤
Natia Kharebashvili ❤ Sopo Potskhverashvili ❤ Nina Orjonikidze ❤ Germane Chelidze ❤ Lali Gabinashvili ❤ ჩაის სახლი ოპერასთან -Althaus ❤ Ninoprem Shavdia ❤
მადლიერი ვარ 🙏
ვიმრავლოთ და გავაბედნიეროთ ერთმანეთი ❤️
სიკეთის ადამიანები – ისტორია 1
სიკეთის ადამიანები – ისტორია 2