ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში სიმსუქნის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა და ეს
არ არის მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობის გამო.
ხშირად სიმსუქნის მიზეზი ზედმეტი კვება არ არის. განსაკუთრებით 30-35 წელს ზემოთ.
ეს არის ჰორმონალური ქაოსი ორგანიზმში და წონის დაკლების ძალისმიერი მიდგომები
ვერ აგვარებს ამ დროს ძირეულ მიზეზს.
გაიარე ტესტი, რათა გაარკვიო, გჭირდება თუ არა ჰორმონების ბალანსი.
👇
დადებითი პასუხის შემთხვევაში უბრალოდ მონიშნე შეკითხვა.
სარკეში იყურები და არ მოგწონს ის, რასაც ხედავ?
ზღუდავ გეგმებში გარკვეულ აქტივობებს, სანამ წონაში არ დაიკლებ? მაგ. ზღვაზე
წასვლა, ახალი კაბის ყიდვა ან თუნდაც ახალი ურთიერთობის დაწყება.
ჭამ ან გსურს გარკვეული საკვები, მაშინაც კი, როცა არ გშია? ან გშია გამუდმებით?
შენი წონა მუდმივად იცვლება?
ერთი დიეტიდან მეორეზე გადადიხარ? ზღუდავ საკვებს, იკლებ რამდენიმე
კილოგრამს, თუმცა ამ შედეგს მხოლოდ მცირე ხნით ინარჩუნებ?
გრძნობ დაღლილობას ან მოდუნებას ჭამის შემდეგ?
ფარულად ჭამა ნაცნობია შენთვის?
ყოველდღე იწონები? და დღის განმავლობაში შენს ხასიათს სასწორზე დანახული
ციფრი განსაზღვრავს?
იმაზე მეტს ჭამ ვიდრე დაგეგმე სუფრასთან დაჯდომამდე?
გრძნობ თავს დამნაშავედ ჭამის შემდეგ რადგან ბევრი ან არაჯანსაღი საჭმელი ჭამე.
იყენებ წონაში დაკლების მიზნით საფაღარათო საშუალებებს ან პირღებინებას?
გაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები – როგორიცაა პრედიაბეტი, დიაბეტი, მაღალი
ქოლესტერინი, მეტაბოლური სინდრომი ?
მუდმივად ფიქრობ წონაზე ან საკვებზე?
იცი რომ ცუდია მაგრამ დამოკიდებული ხარ არაჯანსაღ საკვებზე?
თუ ამ სიმპტომებიდან ოთხი ან ნაკლები დადებითი პასუხი გაქვს, აქ ჰორმონები არაფერ
შუაშია.
ეს დიდი ალბათობით სტრესის ფონზე განვითარებული დროებითი პრობლემა ან
ნეგატიური ჩვევებია რომელსაც ადვილად მოაგვარებ.
ხოლო თუ შენ გაქვს ამ ინდიკატორებიდან ხუთი ან მეტი დადებითი პასუხი, შენი
ჰორმონები,რომელიც მეტაბოლიზმზე არიან პასუხისმგებელი, დასაბალანსებელია.
გადმოდი ჩემს გვერდზე და გაეცანი პოსტებს,სადაც უამრავ შენთვის სასარგებლო ინფორმაციას იპოვი.
ავტორი: მანანა სულაკაძე
გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია