სისტემური განლაგება უკვე საკმაოდ ეტაბლირებული მცნებაა, რომელიც დღესდღეობით მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ძალიან მზარდი პოპულარობით სარგებლობს. სისტემური განლაგების მეშვეობით ჩატარებული სეანსების, ვორქშოპების და სემინარების დროს თერაპიული მეთოდოლოგიები ასევე ფსიქოლოგიასა და სულიერების დამაკავშირებელ რგოლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ასევე არსებობს მრავალი განხრაც, როგორიცაა პაულ ვაცლავიჩის და მარია სელვინი პილაზოლის მილანური მოდელი, ვირჯინია სატირის ოჯახური სკულპტურა, გუნტარდ ვებერის და ფრიც სიმონის ჰაიდელბერგული სკოლა, მიშელ ვაითის და დავიდ ეპსტონის ნარატიული მიდგომა, გუნტერ შმიტის ჰიპნოსისტემური თერაპია, ინსოო კიმ ბერგის და სტივ შაზერის მილვოუკის სკოლა, იაკობ მორენოს ფსიქოდრამა, ბერტ ჰელინგერის საოჯახო განლაგება და ვილფრედ ნელესის სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესი.
უამრავი დაგროვილი გამოცდილების და კვლევის შედეგად 2014 წლიდან მოყოლებული სისტემური განლაგება მეცნიერულად აღიარებულ ფსიქოთერაპიად ითვლება, რომელსაც დადებითი შედეგები აქვს ისეთ დაავადებებთან მიმართებაში, როგორებიცაა: კვებითი დარღვევები, აფექტური დარღვევები, ფსიქიური და სოციალური ფაქტორები და სომატური დაავადებები, ძალადობა და მიჯაჭვულობები, შიზოფრენია, ფსიქიური აშლილობები, ფსიქოზი, სექსუალური და ქცევითი დარღვევები.
ბერტ ჰელინგერის სისტემურ განლაგებაში უკვე მრავალი გამოკვეთილი ასპექტი არსებობს: საოჯახო, ორგანიზაციების, არქეტიპების, სიმპტომების და სინდრომების განლაგება.
განლაგების სეანსების ჩატარება შესაძლოა ასევე ცალკეულ შინაგან თემატიკაზე და თვისებებზე, რომლებიც ცალმხრივად ინდივიდთან მიმართებაშია და მოიცავს გარე სამყაროსთან მისი აღქმის რეფლექტირებას და დამოკიდებულებას.
ასეთი ინდივიდუალური სტრუქტურული მეთოდებით ხელმძღვანელობს ასევე ვილფრედ ნელესი. მის ერთ- ერთ მეთოდს ეწოდება “ცხოვრების წრე”, სადაც რეპრეზენტატორები წარმოადგენენ ინდივიდის ცხოვრების სხვადახსვა ფაზებს. სეანსების დროს აქაც მეტწილად ინტუიციური და ნაკლებად მენტალური ინტერაქციული კომუნიკაცია დგება, რომელიც სისტემური განლაგებებისთვის დამახასიათებელ მორფული ველების საშუალებით რეზონირებს ჩვენზე.
აქეტიპების გარდა შინაგანი ინდივიდუალური სტრუქტურებიდან შეგვიძლია გამოყენებული იქნას ისეთი სისტემები, როგორიც არის ვექტორული დიაგნოსტიკა, ედუარდ დე ბონოს ქუდების კონცეფცია, მასლოვის პირამიდა და ასევე დაფარული განლაგება, სადაც რეპრეზენტატორების როლები მხოლოდ კლიენტისთვის არის თავიდან ცნობილი.
ძალიან საინტერესო ასპექტებს მოიცავს ასევე შტეფანი შტალის შინაგანი მზის და ჩრდილოვანი ბავშვის სისტემური განლაგების კუთხით გაშუქება. ონლაინ ტრენინგზე სწორედ ეს თემა მინდა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შინაგან მზის ბავშვს აქვს ჩვენი შინაგანი რესურსები. უნდა შევძლოთ ჩვენი ჩრდილოვანი ბავშვის მიღება და მისი რესურსულ, ანუ მზის მხარესთან დაკავშირება ყოველგვარი განკითხვისა და მიკერძოებული განპირობებების გარეშე.
ნებისმიერი ადამიანის ურთიერთდინამიკა ამ შინაგან მდგომარეობებს შორის განსხვავებულია, თუმცა ასევე ბევრ ისეთ საერთო დამახასიათებელ თვისებასაც მოიცავს, რაც საყოველთაოდ ცნობილია.
ვიზუალიზაციის გარდა სისტემური განლაგება მისი სივრცული პერსპექტივის შემოთავაზებით და გამოყენებით ასეთ საკითხებთან მიმართებაში განსაკუთრებულ ბენეფიტს გვთავაზობს.
მოქშა ფეიაქარი
…………………………..
მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი
“შინაგანი (მზის და ჩრდილოვანი) ბავშვის ინტეგრაცია სისტემური განლაგების პერსპექტივით”
27 ნოემბერი , 19:00 სთ
ტრენინგის ღირებულება 55 ლ
შემოგვიერთდით ➡️ რეგისტრაცია
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL
მიმღები შპს ჟოლო ;
დანიშნულება: კურსის საფასური.
გადახდის ქვითარი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: jolopress@gmail.com
მოქშა ფეიქარი ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის გახლავთ სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი, რომლის მასწავლებელიც თავიდან ბერტ ჰელინგერი იყო. შემდგომში კი სწავლა გააგძელა ქალაქ კიოლნის უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოეჩთან.
მოქშა ფეიქარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ➡️ მოქშა ფეიქარი – ბერტ ჰელინგერის ქართველი მოსწავლე
ასევე გაეცანით: 👇👇
გავაძლიეროთ მზის ბავშვი ჩვენში