მოქშა ფეიქარი გერმანელი ფსიქოთერაპევტის ბერტ ჰელინგერის ქართველი მოსწავლე გახლავთ, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჰელინგერის სისტემური განლაგების შესწავლით, ის მას შემდეგ დაინტერესდა რაც ამ მეთოდმა უცხოეთიდან საქართველოში დააბრუნა და აქ ბიოლოგიური დედ-მამა და ღვიძლი და აპოვნინა. ეს 12 წლის წინ იყო.
მას შემდეგ ჰელინგერის სისტემური განლაგების მეთოდოლოგია სიღრმისეულად შეისწავლა და ახლა ამ ცოდნას სხვებს უზიარებს…
ისტორია, რომელმაც მოქშას ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა.
მოქშა ფეიქარი: როდესაც 2009 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში ამ იუთუბის ვიდეოზე ნაჩვენებ სემინარზე ბერტ ჰელინგერს პირადად შეხვდი, ამის შემდგომ, ერთი ძალიან აღსანიშნავი და უცნაური რამ მოხდა…

დაახლოებით ორი კვირის თავზე საქართველოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ თურმე დაბადებიდანვე ნაშვილები ვიყავი. ასევე გავიგე რომ თბილისში მყოლია ღვიძლი და, და რომ ჩემი ორივე ბიოლოგიური მშობელიც ცოცხლები ყოფილან…
მალევე ისიც გავარკვიე, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ჩემს ღვიძლ დასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და რომ ჩემი ბიოლოგიური მამა უკვე კარგა ხანია მის ახალ მეუღლესთან და მათივე ორ ქალიშვილთან ერთად იერუსალიმში წასულა საცხოვრებლად…
ამ დრომდე საერთოდ არაფერი გამეგო ჩემი გაშვილების შესახებ. თუმცა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ეს ამბავი ჩემს გარშემო მყოფმა ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა…
ამ დროს მე საქართველოდან უკვე 11 წლის წამოსული ვიყავი. თან ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში უკან არც არასდროს ჩავსულვარ. აღმზრდელი მშობლები ადრეულ ასაკშივე გარდამეცვალნენ და საქართველოსკენაც ამის გამო გული უკვე აღარ მიმიწევდა…
სემინარზე, ჰელინგერთან ამ მოკლე განლაგების დროს, საქართველოსთან შინაგანი კავშირი უცნაურად და ახლებურად ვიგრძენი, რომელსაც მანამდე ცნობიერად საერთოდ ვერც აღვიქვამდი…
ამ ამბების შემდეგ მალევე შევხვდი ჩემი ბიოლოგიური ოჯახის ყველა ახლო და ასევე შორეულ წევრს, როგორც საქართველოში ასევე იზრაელშიც. ახლა ყველას გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ეს დიდი ხნის და ასე კარგად დამალული საიდუმლო როგორც იქნა გამომჟღავნდა… ამან ყველასთან დიდი შინაგანი შვებაც გამოიწვია…
ისიც მინდა დავამატო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მე აქამდე საერთოდ არაფერი მქონდა გაგონილი, ჩემში მუდამ იყო რაღაცა გაურკვეველი შინაგანი დაძაბული შრე, რომელსაც მეც ვგრძნობდი და ასევე ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანებიც – პარტნიორები თუ მეგობრები…
ამის შემდეგ ეს შრე თითქოს სადღაც დაილექა და ნელ-ნელა სრულიად გაქრა. დროთა განმავლობაში უკვე ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ ჩემში ამ ცვლილებას ისინიც ჩემსავით აღიქვამენ…
ეს მორფოგენეტიკური “მცოდნე” ველი, რომელიც ჩვენს ოჯახურ სისტემასთან ასე მჭიდროდ გვაკავშირებს, ნამდვილად და უნიკალურად საოცარი მოვლენაა…
სისტემური განლაგების მეთოდით მოქშა ფეიქარი უკვე საქართველოშიც მუშაობს.
პირველი სამდღიანი ტრენინგი 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა, სადაც იმ ოჯახური მეხსიერების ველის შესახებ შევიტყვეთ, რომელშიც ყველა ის მნიშვნელოვანი შემთხვევაა ჩაწერილი რაც კი ნათესაურ კავშირებს ეხება და რაც ჩვენდაუნებურად გვმართავს.
ამ მეთოდის მიხედვით იმ კონკრეტული პრობლემის დამუშავებაა შესაძლებელი რომელიც მემკვიდრეობით გადმოცემულმა მახსოვრობამ შემოინახა. ანუ იმ შეცდომებისგან და ე.წ დანაშაულებისგან განწმენდა და განკურნება ხდება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს და რაც ჩვენზე ფსიქოლოგიურ პრობლემად აისახა.
ჰელინგერის სისტემურ განლაგებაში ერთი შეხედვით იქმნება სცენა, სადაც მონაწილეები სხვადასხვა როლს ირგებენ და ამ ველში ოჯახის იმ წარმომადგენლებად გარდაისახებიან, რომლებიც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად შეარჩიეს… თუმცა, აქ არ არის თამაში, აქ ყველა რეალურ განცდებს გადმოსცემს, ველში მყოფი ადამიანები გრძობენ, ფიქრობენ, საუბრობენ და მოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც ისინი განიცდიდნენ, ვისი როლიც ამ კონკრეტული თემის დასამუშავებლად მოირგეს.
მოქშა ფეიქარი არის სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი.
თავიდან ცოდნას გერმანიაში, პირადად ბერტ ჰელინგერთან დაეუფლა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქალაქ კიოლნში, უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოეჩთან.
მოქშა ფეიქარი 1995 წლიდან ცხოვრობს კიოლნში (გერმანია).
90 იანი წლებიდან მოგზაურობდა ინდოეთში და გარკვეული დრო დაჰყო ქალაქ პუნაში, ოშოს საერთაშორისო სამედიტაციო რესორტშიც, სადაც ბევრ სხვადასხვა თანამედროვე აქტიურ და კლასიკურ პასიურ მედიტაციებს აპრაქტიკებდა, როგორიც არის დინამიური, კუნდალინი, ნადაბრამა, ვიპასანა. მოქშა მონაწილეობდა ასევე სხვადასხვა მედიტაციურ თერაპიებშიც: მისტიური ვარდი, არა-გონება, ახლიდან დაბადება.მას ასევე გავლილი აქვს ჰიპნოთერაპიის კურსები გერმანელ თერაპევტ მადიტა დიკჰუტთან: შინაგანი დიალოგი საკუთარ სხეულთან და გონებასთან.
მას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ნეო რაიხიანულ „ბოდივორქში“ (ესპანელ ქოუჩ ბოდჰი დივიასთან). ეს ტრეინინგი დაარსებულია პროფესორ ალექსანდრე ლოუენის მიერ, რომელიც ვილჰელმ რაიხის მოსწავლე იყო.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მოქშა ფეიქარის დამსახურებით სისტემური განლაგების სამუშაოები საქართველოშიც პოპულარული ხდება და მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება.
…………………………………….
8-9-10 სექტემბერი – მოქშა ფეიქარის ტრენინგი თბილისში
ღირებულება – 255 $ (სამივე დღე)
10:00 – 18:00 სთ
პრანა, ბახტრიონის 11ბ
დარეგისტრირდი