წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად ვერ მოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა იცის მიზნის დასახვის მნიშვნელობის შესახებ, ძალიან ცოტა იყენებს მას პრაქტიკულად.
როგორ გამოვიცნოთ ჩვენი გრძელვადიანი მიზნები და როგორ დავინახოთ საით მივყავართ ჩვენი ცხოვრების გზას? ჯიმ რონი საინტერესო მეთოდს გვთავაზობს.
დაუსვით საკუთარ თავს 5 შეკითხვა:
1.რისი გაკეთება მსურს?
2.ვინ მინდა ვიყო?
3.რისი ნახვა მსურს?
4.რა მსურს მქონდეს?
5.სად მინდა წავიდე?
აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ეს შეკითხვები და თითოეულის გასწვრივ ჩამოწერეთ პასუხები, რაც შეიძლება მოკლედ და თითოეულზე იმდენი, რამდენიც გსურთ. წერის პროცესში თავადაც გაგიკვირდებათ ისეთი იდეები მოგივათ.
მას შემდეგ, როგორც კი წერას მორჩებით გადაავლეთ თვალი სიას და თითოეულ მიზანს გვერდით მიაწერეთ ციფრი რამდენ ხანში მოახერხებთ მის განხორციელებას. ეცადეთ თარიღები გადაანაწილოთ შემდეგნაირად: ერთწლიანი, 3 წლიანი, 5 წლიანი და 10 წლიანი გეგმები.
თუ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ბევრი ერთწლიანი გეგმა, მაგრამ ცოტა 10 წლიანი ეცადეთ მოიფიქროთ რაღაც ახალი.
ამის შემდეგ თითოეული შეკითხვის ქვეშ დატოვეთ მხოლოდ 4 პასუხი, თითო ერთი, სამი, 5 და 10 წლიანი გეგმების კატეგორიიდან.
გადადით შემდეგ ეტაპზე. თითოეული გეგმის გასწვრივ ჩამოწერეთ შეკითხვები, რომლებიც არსებობს მათი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. მას შემდეგ რაც მზად გაქვთ შეკითხვები გრჩებათ მხოლოდ ბოლო ეტაპი: ფიქრი თითოეულ მათგანზე. გახსოვდეთ, ნებისმიერი მიზანი დიდი მოტივატორია თქვენთვის, მითუმეტეს თუ სწორად გაქვთ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს წარმატებით გაივლით აუცილებლად შეძლებთ ბოლო ეტაპის გავლას და საკუთარი ცხოვრების გზის დანახვას.