„იდეალური პარტნიორი – ეს არის ადამიანი, რომელიც დაგანახებს რა შეგიძლია შენ მის ხელში“ – ამბბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.
ხათუნა მუზაშვილი: …ერთხელ, ბათუმში…როცა დასასვენებლად ვიმყოფებოდი, კლუბში ახალგაზრდა ბიჭი მომადგა-ვიცეკვოთ ჯაივიო…
ჯაივის ცეკვა არც მაშინ ვიცოდი, არც ახლა ვიცი, მაგრამ დავთანხმდი….
ეს ბიჭი პროფესიონალურად ცეკვავდა და მეც საოცრების მომსწრე გავხდი – თითქოს მე კი არა სხვა ცეკვავდა… ასე ვიცეკვე ჯაივი… მერე ტანგო…მერე კიდევ უამრავი რამ, თითქოს მეც მოცეკვავე ვიყავი…
მივხვდი, რომ მასთან ერთად – მე ყველა ცეკვა ვიცოდი…
ეს იყო იდეალური პარტნიორობა.
არც სახელი ვიცი მისი არც სახე მახსოვს… მეორე დღეს ქუჩაში შემხვდა და თავი ძლივს გამახსენა – ძალიან შემრცხვა, მაგრამ ვერ ვიცანი…
მაშინ მივხვდი, რომ იდეალური პარტნიორი – ეს არის ადამიანი, რომელიც დაგანახებს რა შეგიძლია შენ მის ხელში))) მისი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად შეგაძლებინებს გახდე ის, ვინც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.
ეძებეთ, აუცილებლად მოძებნეთ და იპოვით ადამიანებს, რომელთა გვერდითაც თქვენ მომენტალურად გარდაისახებით და საოცრებებს შეძლებთ..
წარმატებულ ძიებას გისურვებთ 🙂