მამაკაცებს ურთიერთობაში ხშირად ძალიან უჭირთ, რადგან მათთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. ამის გამო ისინი ხშირად ამბობენ ტყუილს და შესაძლოა თქვენ იჯერებთ კიდეც.
გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომლებსაც მამაკაცები ხშირად იტყუებიან:
„ეს შენი ბრალი იყო“ – როდესაც მამაკაცი ურთიერთობისგან იღლება, ის ცდილობს თქვენ დაგაბრალოთ ყველაფერი. ალბათ გსმენიათ ფრაზები: „მე არ მითქვამს, რომ ჩვენი ურთირთობისგან რამე გამოვიდოდა, ეს შენი წარმოსახვა იყო.“. ამ დროს მას უბრალოდ ეშინია პასუხისმგებლობის და მისგან გათავისუფლებას ცდილობს.
„გეფიცები, გაყრილები ვართ“ – მამაკაცები ძალიან ხშირად იტყუებიან თავიანთი სტატუსის შესახებ. თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ ცოლთან გაყრილია, მაგრამ რაღაც პროცედურები დარჩა მოსაგვარებელი, უმრავლეს შემთხვევაში ეს ტყუილია.
„ბიჭებთან ერთად ვიყავი“ – შესაძლოა მამაკაცს მართლაც მოსწონხართ, მაგრამ თუ საღამოს გაურკვეველ სიტუაციაში ატარებს და გეუბნებათ, რომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად გაერთო, ხშირ შემთხვევაში ტყუილია.
„ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები“ – თუ თავად გრძნობთ, რომ კარგად არ გამოიყურებით, ის კი საპირისპიროს გიმტკიცებთ, გატყუებთ, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი შეკითხვები.