დიდი სარდალს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ბრძოლაში გამარჯვებას უზრუნველყოფდა. ის თავისი არმიით ისეთ ძლევამოსილ მტერს უნდა შეტაკებოდა, რომლის ჯარიც მის ჯარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
სარდალი თავისი ჯარისკაცებით მიცურდა მტრის ქვეყანაში, გემებიდან ჩამოსვა ისინი, ჩამოტვირთა იარაღი და გასცა ბრძანება – დაეწვათ გემები! ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვებით მიმართა თავის ჯარისკაცებს: „თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი გემები ცეცხლშია გახვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ნაპირს ცოცხლები მხოლოდ მაშინ დავტოვებთ, თუ გავიმარჯვებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს – უნდა გავიმარჯვოთ, ან დავიხოცებით!“
ყოველი, ვისაც გამარჯვება სწადია, მზად უნდა იყოს თავისი გემის დასაწვავად და უკან დასახევი გზის მოსაჭრელად. მხოლოდ ასე, საკუთარი თავის შეგულიანებით არის შესაძლებელი საკუთარი ცნობიერების ანთება გამარჯვების მძაფრი სურვილით, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
ნაპოლეონ ჰილი
წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“