fbpx

იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღე გაგყვეთ …

ავტორი ჟოლო
2.5K ნახვა

ჩემო მშვენიერო ქალბატონებო❤️
იმისთვის, რომ დილა იყოს ჰარმონიული და ეს განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ, რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ 🥰

🌈გაიღვეძეთ ჩვეულ დროზე ცოტათი ადრე და ეს დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.

🌈მაღვიძარას დარეკვისთანავე არ წამოდგეთ საწოლიდან, 💫 ცოტა ინებივრეთ, გაიხსენეთ როგორი მომხიბვლელი და ლამაზი ხართ.

🌈შეგიძლიათ ეს პროცესი მედიტაციას დაუკავშიროთ: სახის ყველა ნაკვთი მოადუნეთ და წარმოიდგინეთ, რომ მზის ენერგიით ივსებით. მზის სხივები, როგორც ენერგეტიკული საცხი, თქვენს სახეს ოქროს ენერგიის სხივებით კვებავს☀️ ღრმად ჩაისუნთქეთ ეს ენერგია და წარმოიდგინეთ რომ ოქროს სხივები თქვენს სახესთან ერთად სხეულსაც ავსებს. თქვენ ანათებთ ამ საოცარი ფერით.
თქვენი სხეული ხდება ძალიან ნაზი, ქალური, საოცრად ლამაზი და მიმზიდველი 🔥

🌈შემდეგ ნელა წამოდექით, კარგად გაიზმორეთ და რამდენიმე წუთიანი ვარჯიში  გააკეთეთ საყვარელი მუსიკის ფონზე 🎶

🌈ბოლოს, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი🥤 თან წარმოიდგინეთ, რომ ეს წყალი ყველაზე კამკამა წყაროდანაა, რომელიც სავსეა ენერგიით და ცისარტყელას ხასხასა ფერებით.

🌈 დალევის დროს წარმოიდგინეთ რომ ცისარტყელა მთელს თქვენს სხეულს ავსებს და გაძლევთ სიხარულს, წარმატებას და უსაზღვრო ენერგიას 🥰💫🥰

💁‍♀️ეს ძალიან მარტივი რჩევები, დადებითად იმოქმედებენ თქვენს დღეზე და თქვენში მომხდარი ცვლილება მიიზიდავს ყველას ყურადღებას 👸🏼

🌈☀️დღის კარგ გაგრძელებას გისურვებთ, ძვირფასებო

სიყვარულით ევგენია დრონი

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗
 
 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment