fbpx

მამაკაცებო, არასდროს უთხრათ ქალს ეს ფრაზები!

ავტორი Ann
129 ნახვა

მამაკაცებო თქვენს ხელთაა ურთიერთობის შექმნაც და დანგრევაც. თუ გსურთ ქალი არ დაკარგოთ არსებობს რამდენიმე პრინციპი, პირველ რიგში არასდროს უნდა უთხრათ ეს ფრაზები:

 

ახლა არა – ეს ფრაზა ქალს მოუთმენლობისა და გაბრაზების შთაბეჭდილებას უტოვებს. როდესაც ის ცდილობს თქვენთან სერიოზულ თემაზე ისაუბროთ, ნუ ეცდებით მის თავიდან მოშორებას. თუ ქალი გიყვართ მისი მოსმენა არ უნდა დაგეზაროთ.

 

ლამაზი ტანი გქონდა – თუ ეს სიტყვები კომპლიმენტად გქონდათ ჩაფიქრებული, სულ ტყუილად, რადგან ამას ქალი შეურაცხყოფად აღიქვამს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის ადრე უფრო მოგწონდათ, ახლა კი ნაკლებად საინტერესოა თქვენთვის.

 

როგორც გინდა – ქალებს არ უყვართ, როდესაც აგრძნობინებენ, რომ მათ ეთანხებიან მხოლოდ იმის გამო, რომ კამათი არ გამოიწვიონ. ეს მათთვის წაგებული თამაშია, ამიტომ შესთავაზეთ საკუთარი აზრიც და ეცადეთ ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება.

 

ყოველთვის საჭირო ხარ – ეს ნიშნავს, რომ მისი იმედი გაქვთ და თავად არაფრის გაკეთებას აპირებთ მის დასახმარებლად. ქალს მოსწონს, როდესაც გრძნობს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment