როგორ გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს? ცხოვრებაში რაღაც არ გამოდის და ადამიანების უმრავლესობა ნებდება, ამ დროს კი შესაძლოა სულ რამდენიმე ნაბიჯი იყოს დარჩენილი წარმატებამდე.
ერთხელ 4 წლის ბიჭუნა სახლში მასწავლებლის წერილით მივიდა, რომელშიც დედამ წაიკითხა შემდეგი; „თქვენი ვაჟი ტომი გონებასუსტია. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ჩვენს სკოლაში გაჩერება.“ ამ ბიჭის დედამ გადაწყვიტა არ დანებებოდა და თავად მიეცა მისთვის საჭირო ცოდნა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი გახდებოდა ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ცხოვრებას შეცვლიდა. ეს გახლდათ თომას ედისონი, რომელმაც გამოიგონა ელექტრონათურა და პირველი რადიო გადამცემი.
ეს ისტორია შემთხვევითი არ არის. გგონიათ ედისონი იყო ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული დაიბადა? არა, უბრალოდ მას და მის დედას საკმარისი გამბედაობა აღმოაჩნდათ და გამძლეობა პრობლემების მიმართ.
როდესაც რაღაც არ გამოგდით არავითარ შემთხვევაში არ იწმუნოთ, რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, რომ წარმატებისთვის არ ხართ დაბადებული, არ არსებობს წარმატება მარცხის გარეშე, ნუ ეცდებით მის არიდებას, დაუდექით პრობლემებს მედგრად და თავადაც გაგიკვირდებათ როდესაც ყველაფერი კარგად წავა.