ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცები მათ მიმართ ვალდებულები არიან. შედეგად მსგავსი დამოკიდებულება ურთიერთობაში ნდობასა და ურთიერთპატივისცემას გაკარგვინებთ.
სამწუხაროდ, ხშირად, ქალები ამას ძალიან გვიან ხვდებიან.
გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან ჩამონათვალს:
ბრძენი ქალი უზრუნველყოფილია
საქმე ბავშვებს არ ეხება, ეს მხოლოდ თქვენ გეხებათ. პირველი შეხვედრისთანავე ქალი ხშირად ითხოვს მამაკაცისგან “მაჭამე, ჩამაცვი და გამართე”. სინამდვილეში მამაკაცი მხოლოდ შვილების მიმართაა ვალდებული ისევე, როგორც ქალი. კაცს შეუძლია შეგინახოთ, თუ სურს, თუმცა ვალდებული არ არის.
ის არ მოთხოვს მამაკაცს უარი თქვას იმაზე, რაც უყვარს
არასდროს სთხოვოთ თავი დაანებოს სამსახურს ან ჰობს იმისთვის, რომ თქვენთან მეტი დრო გაატაროს. გონიერი ქალი მიხვდება, რომ ეს კაცს აუბედურებს, რადგან მისი ცხოვრება უამრავი კომპონენტისგან შედგება და არა მარტო სამსახურისა და საყვარელი ქალისგან.
ის არ აიძულებს უარი თქვას მეგობრებსა და ახლობლებზე
ხდება ისე, როცა არ მოგწონთ რომელიმე მისი მეგობარი ან ნათესავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს გამო ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს მათთან. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მასზე ცუდ გავლენას ახდენენ. ვერ წარმოიდგენთ, მამაკაცისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მრავალწლიანი მეგობრობა. დაფიქრდით,
თქვენთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი ახლობლები, რამდენადაც არ უნდა გაღიზიანებდნენ ისინი.
არ მოითხოვს მისი ინტერესების გაზიარებას
თუ სძულს ცეკვა, თქვენ კი მასთან სალსას ცეკვაზე ოცნებობთ, სავარაუდოდ უარს მიიღებთ, თუმცა ნუ დააძალებთ. წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყავხართ მას ყოველ დილით 5 საათზე სათევზაოდ. შესაძლოა ყველა გატაცება ერთმანეთს არ გაუზიაროთ, მაგრამ ეს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დაკარგვას არ ნიშნავს.
არ აიძულებს მამაკაცს სხვა ადამიანად იქცეს
ქალი, რომელმაც ურთიერთობის ფასი ნამდვილად იცის, არ ითხოვს პარტნიორი შეიცვალოს. მას რეალური ადამიანი უყვარდება და ესმის, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ იცვლებიან, როცა თავად სურთ. მამაკაცები აფასებენ მათ, ვისაც შეუძლია მიიღოს ისეთი, როგორიც არის.
ის არ სთხოვს სხვა ქალების დაიგნორებას
სიმართლეს თვალებში ჩახედეთ: მამაკაცებს არ შეუძლიათ სხვა ლამაზ ქალებზე ყურადრება რომ არ გაამახვილონ. ეს მათ ბუნებას ეწინააღმდეგება. ქალებიც ხომ უყურებენ სხვა მომხიბვლელ ადამიანებს და ამას ვერსად გავექცევით. უბრალოდ მშვიდად შეხვდით.
ის მას ენდობა
გონიერი ქალი პარტნიორისგან არავითარ მტკიცებულებას არ ითხოვს. როცა ურთიერთობა ნდობაზეა აგებული, ქალს აზრადაც არ მოუვა მამაკაცს ტელეფონი ან მაილის პაროლი მოსთხოვოს. ჭკვიანი ადამიანი ამას უპატივცემულობად მიიღებს და მართალიც იქნება.
ურთიერთობაში სიმშვიდისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად, კომპრომისზე წასვლა და რაღაცების დათმობა ორივე პარტნიორს უნდა შეეძლოს. პატივისცემა, გულისხმიერება, მოთმინება და ემპათია – ის არის, რაც ორი საღად მოაზროვნე ადამიანის ურთიერთობაში უნდა იყოს.
წყარო:reitingi.ge