fbpx

8 რამ რაც მამაკაცს არ მოსწონს ქალში

ავტორი ჟოლო
555 ნახვა

ჩვენ, ქალებს გვაქვს ბევრი ხერხი, იმისთვის რომ მამაკაცის ყურადღება მივიპყროთ და მოვხიბლოთ ის კარგი მაკიაჟით, ან ლამაზი თმით. თუმცა რატომღაც ზოგჯერ ეს ყველაფერი ეფექტურად არ მუშაობს, ამის ნაცვლად მამაკაცები ფრთხებიან და ჩვენგან გარბიან.

გაინტერესებს რა არის ამის მიზეზი?  ხანდახან ის, რასაც შენ ტენდეციურად და მოდურად თვლი, მამაკაცს შეიძლება აფრთხობდეს.

გაწეწილი ვარცხნილობა

თმა რომელიც გამოიყურება ისე თითქოს საწოლიდან ახალი ამდგარი ხარ. შენ ფიქრობ, რომ ეს სტილი ძალიან სექსუალურია, მაგრამ მამაკაცებს არ მოსწონთ, რადგან მიიჩნევენ, რომ ასეთი ვარცხნილობის მატარებელი ქალები უსუფთაოები არიან.

თვალის ცისფერი ჩრდილები

ცისფერი ჩრდილები არის მოდის პიკი, რომელიც რატომღაც მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არ მოსწონთ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ზედმეტად ვულგარულია.

ხელოვნური წამწამები

საერთოდ კაცებს ბუნებივი ქალები უფრო ხიბლავთ, ვიდრე ხელოვნური. ყალბი წამაწამები აღიზიანებს მამაკაცს, თუ შეგამჩნია, შესაძლოა უკან დაიხიოს.

სქელი წარბები

სქელი წარბები მართლაც ტენდენციურია და განსაკუთრებით ამ სეზონზე. ის საკმაოდ სექსუალურად ითვლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაცებს არც სქელ წარბიანი ქალები იზიდავთ. მათი უმრავლესობა თვლის, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთები, როგორიც სურთ, უბრალოდ მამაკაცებს არ უნდა დაემსგავსონ.

წითელი პომადა

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი მამაკაცი ვერ იტანს, როცა გოგონას წითელი პომადა უსვია. აღმოჩნდა, რომ ეს ფერი საკუთარ დედებს აგონებთ და ეს ასოციაცია წარმოქმნის პრობლემას პირველ კოცნასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ნუ ჩაიციკლებით, მამაკაცების დიდ რაოდენობას წითელი პომადა ძალიანაც მოსწონს. ეს ნაწილი თვლის, რომ წითელ პომადიანი ქალები სასურველები არიან.

პრიალა და მბზინავი საცხი

ასეთი ტუჩები მართალია ძალიან თვალშისაცემია, მაგრამ მათი კოცნის სურვილი მამაკაცებს დიდად არ აღეძვრებათ.

მოკლედ შეჭრილი თმა

არვინ კამათობს, იმაზე უხდება თუ არა ემა ვატსონს და მიშელ უილიამსს მოკლედ შეჭრილი თმა, მაგრამ მიშელმა თქვა. რომ მის მეუღლეს, ჰიტ ლეჯერს არ მოსწონდა მოკლე თმა. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მამაკაცი არ თვლის მოკლე ბობს სექსუალურად.

უცნაური მანიკური

ალქაჯური  სტილი, ზედმეტად ექსრავაგანტური ფრჩხილები და მამაკაცები ფრთხებიან, რადგან მათ არ უყვართ საშიში ქალები.

წყარო:pink.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment