ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაიღებს ორივე მხარე მის შესანარჩუნებლად. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ თქვენ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით და იმისთვის, რომ ის დასასრულისკენ არ წავიდეს საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, ზოგჯერ შესაძლოა უბრალოდ საუბარიც საკმარისი იყოს მის მოსაგვარებლად.
საკუთარ თავს ვერ სცნობთ – თუ ხვდებით, რომ ყველაფერი რაც თქვენს თავში მოგწონდათ ნელ-ნელა ქრება და ჭკნება ეს ნიშნავს, რომ თქვენ ურთიერთობისგან ვერ იკვებებით. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობაში ხშირად ხდება. ზოგჯერ პარტნიორები ცდილობენ გვაკონტროლონ და ამას სიყვარულს ეძახიან, მაგრამ ეს არასწორია.
გიწევთ საკუთარი თავის დამტკიცება – თუ თქვენ გამუდმებით გიწევთ დამტკიცება იმისა, რომ ღირსეული ადამიანი ხართ, რომ თქვენ პატივისცემას იმსახურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ კომპლექსი ან ზუსტად იცით, რომ მეორე ნახევარი სათანადოდ ვერ გაფასებთ და გჭირდებთ მას დაუმტკიცოთ, რომ ამის ღირსი ხართ.
ვერ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში ხართ – თუ თქვენ პარტნიორთან ერთად ყოფნისას გგონიათ, რომ ამ ურთიერთობის გარეთ ხართ და ის თქვენთან არაფერ შუაშია მაშინ ცხადია, რომ თქვენ პრობლემები გაქვთ. ურთიერთობა არ არის რუტინა და მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ რა მოსწონს თქვენს პარტნიორს.
შორდებით საკუთარ თავს – თუ თქვენ ნებდებით იმ ურთიერთობას, რომელიც გაქვთ პარტნიორთან, შორდებით თქვენს ფიქრებს იმის შესახებ როგორი უნდა ყოფილიყო ურთიერთობა და ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ის, არ ცდილობთ მის გამოსწორებას თქვენ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით.