fbpx

ამის წყალობით თქვენი ქორწინება მუდმივი იქნება…

ავტორი Ann
207 ნახვა

 

ურთიერთობა დასაწყისში ზღაპარს ჰგავს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ თითქოს უფერულდება, სინამდვილეში ამას თავად წყვილები უწყობენ ხელს. თანაცხოვრების შემდეგ ისინი ხშირად აღარ ცდილობენ ერთმანეთს ასიამოვნონ და სიყვარული აგრძნობინონ, ასე ურთიერთობა გახუნებას იწყებს. არსებობს რამდენიმე პირობა იმისთვის, რომ ქორწინებამ სამუდამოდ გასტანოს. ეს რაღაცები აუცილებლად ყოველდღე უნდა გააკეთოთ:

 

აკოცეთ – ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია იმისთვის, რომ ურთიერთობამ დიდხანს გასტანოს. აკოცეთ პარტნიორს დღეში მინიმუმ ორჯერ დაახლოებით 7 წამის განმავლობაში და თქვენს ტვინში რაღაც შეიცვლება.

 

გაიგეთ რა გეგმები აქვს – ვიდრე სახლიდან გახვალთ ჰკითხეთ რას აპირებს დღის განმავლობაში, დაინტერესდით მისი გეგმებით და აგრძნობინეთ, რომ ეს თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

 

ესაუბრეთ სიყვარულით – როდესაც ერთად არ ხართ და ესაუბრებით ტელეფონით, აგრძნობინეთ რომ გიყვართ. სიტყვებზე მეტად საქციელი ფასობს, ამიტომ გამოხატეთ სიყვარული თქვენი ტონით.

 

უთხარით კომპლიმენტი – უთხარით, რომ გენატრებათ, გიჟდებით მის ღიმილზე ან ნებისმიერი რამ რაც მისთვის სასიამოვნო იქნება.

 

განმარტოვდით კვირაში ერთხელ – მოწყდით ყველაფერს და ყველას კვირაში ერთხელ, დარჩით მხოლოდ ერთმანეთთან მარტო და ისაუბრეთ თქვენს ურთიერთობაზე.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment