201 კვლევის შედეგების შესწავლამ აჩვენა, რომ ყავის ზომიერი მოხმარება დიდი ალბათობით ჯანმრთელობის სასარგებლოა, ვიდრე მავნებელი. ამის შესახებ Phys.org-ი წერს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავა ხელს უწყობს ნაადრევი სიკვდილის რისკისა და ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ზოგიერთი ტიპის სიმსივნის, დიაბეტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევევის განვითარების შემცირებას. ამავე დროს, ყავა საზიანოა ორსულობისას.
ამასთან, სპეციალისტები არ ურჩევენ ადამიანებს, რომ ყავა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით მიირთვან. ზოგიერთისთვის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მაღალია.
ამასთან, ყავასთან ერთად ბევრი რაფინირებულ შაქარსა და ცხიმს იღებს, რაც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა ყავის ზომიერი რაოდენობით მიღება ადამიანების უმრავლესობისთვის უსაფრთხოა და ის ჯანსაღი კვების ნაწილადაც კი მიიჩნევა.
მანამდე ამერიკის გულის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის მიღება გულის უკმარისობისა და ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს.
წყარო: http://media.adams.ge