fbpx

როგორ მამაკაცზე არ უნდა დაქორწინდეთ 14 რჩევა

ავტორი ჟოლო
164 ნახვა

ქალები მამაკაცებზე მეტად მეოცნებეები ვართ. ხშირად გვჩვევია სასურველის რეალობად აღქმა. ვარდისფერი სათვალიდან ვუმზერთ ჩვენს რჩეულს და თუ რაიმე მასში არ მოგვწონს, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დროებითია და მის უკეთესობისკენ შეცვლას აუცილებლად შევძლებთ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, – ადამიანები არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ მჟღავნდებიან და ეს თავიდანვე თუ არ გავითავისეთ, იმედგაცრუება გარდაუვალი იქნება. სერიოზულ ურთიერთობას აჩქარება არ უყვარს და ბევრი დაკვირვება მართებს.

მოდით, ასე ვთქვათ: ურთიერთობის დასაწყისშივე ვუშვებთ შეცდომებს და ამას უკვე დაქორწინების შემდეგ ვიმკით! ამიტომ დაფიქრება გვმართებს ისეთ დეტალებზე, რაც აუცილებლად უარყოფითად იჩენს თავს ქორწინებაში.

1.მაშ, ასე, – არ უნდა დაქორწინდეთ მამაკაცზე თუ ის:

2.გაკრიტიკებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ ან გადანაშაულებთ;

3.გიკრძალავთ მეგობრებთან ურთიერთობას;

4.ალკოჰოლიკია, ნარკოტიკებს იყენებს ან აზარტული მოთამაშეა;

5.არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;

6.არ ზრუნავს თქვენზე;

7.ემოციურად გსჯით თუ მასთან არ ატარებთ დროს, ან ისე არ იქცევით, როგორც მას უნდა;

8.გაშინებთ, თავისი საქციელით და სიტყვებით შიშის გრძნობას გიღვივებთ (მაგალითად, გეუბნებათ, რომ წავა თუ მის პირობებს არ მიიღებთ);

9.ამბობს, რომ თავისუფლებას აფასებს და ქორწინებაზე არ ფიქრობს.

10.როცა ბრაზობს, ხელით გეხებათ, ძალადობს;

11.მოითხოვს, რომ თქვენს ხარჯებს თავად იხდიდეთ. ან უფრო უარესი: გახდევინებთ თავის ხარჯებსაც კი;

12.დაუფარავი სიამოვნებით გიყვებათ თავის წარსულ კავშირებზე და გადარებთ სხვა ქალებს.

13.არ ინტერესდება თქვენი საფიქრალით და საქმეებით;

14.არ იზიარებს თქვენს აზრს და ეგოისტურად ცდილობს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების გატარებას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა არსებობას ან არარსებობას თანდათანობით აღმოაჩენთ. ამას დრო სჭირდება. ამიტომაც არ უნდა იჩქაროთ. დაუკვირდით როგორ გექცევათ, ან როგორ ექცევა გარშემომყოფ ადამიანებს და საერთოდ გარემოს. მეტი იფიქრეთ მის ქცევებზე და არა მის ლამაზ სიტყვებზე, რომ მერე ცრემლებით არ ასველოთ ბალიშები ამაოდ დაკარგული ლამაზი წლების გამო.

წყარო: media.adams.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment