fbpx

თემა: ”ქალი და მამაკაცი”

ავტორი ჟოლო
165 ნახვა

…და აი შემოდგომაც დაიწყო…
შარშან ამ დროს ძალიან ლამაზი წვიმა იყო მზესთან ერთად….ცისარტყელას ველოდი, მაგრამ ვერ ვნახე – ფერისბუქმა გამახსენა დღეს…

გუშინ ძალიან ცხელოდა დღეს ქარია…

ცივი ლაღიძის წყალი ასე გემრიელი არასოდეს ყოფილა.

ნეტავ რომელი პარტიის აქტივისტები არიან აივნის ქვეშ?
შვიდ კაციან მიტინგს რომ ატარებენ და ამ შვიდიდან ორი ფოტოგრაფია და ერთი ჟურნალისტი.

ულამაზესი მაღაზიებია ბათუმში…

და ვიტრინებიც უფრო ფერადია ვიდრე თბილისში, თუ მე ვიყავი ფერად ხასიათზე და მომეჩვენა?

ჩაის დალევდა კაცი. ლიმნით…მწვანე ჩაი ჟასმინით და ლიმნით.

რა მნიშვნელოვანი თვისებაა „გადაწყვეტილების მიმღები.“

და ეს თვისება თავის თავში პასუხილმგებლობის გრძნობასაც გულისხმობს.

ნეტავ არსებობდეს ბედნიერების სამინისტრო. მე ვიქნებოდი მოტივაციისა და ბედნიერების დონის კონტროლის კომისიის თავჯდომარე.

„მალინა, მალინაააა…“ -ეს ქალი ერთი და იგივე ქალია ყოველ წელს მალინას რომ დაატარებს, თუ ყველა მალინის გამყიდველს ერთნაირი ხმა აქვს?

სულ მიკვირდა ბავშვობაში კრუხი თავის წიწილებს სხვისი წიწილებისგან როგორ არჩევდა…

არა, ის კარნიზი ჯობდა – მეორე….
…………………..

აი,
ასე ვაზროვნებთ

ჩემო ძვირფასო მანდილოსნებო – ჩვენ პარალელურად 25 საკითხზე  და თუ ადამიანთან გახსნილები და გულახდილები ვართ, მაშინ ამ ყველაფერს ხმამაღლაც ვიძახით.
მამაკაცისათვის ეს სრული შოკია….. იგი ან დუმდება და „ეკიდება“ როგორც“ ბევრ პროგრამა ერთდროულად ჩართული „ კომპიუტერი,
ან ღიზიანდება…… და ღრენას იწყებს,
ან დგება და მიდის ……
(რატომ?
იმიტომ რომ მე და თქვენ ვაზროვნებთ და ვსაუბრობთ ინფორმაციის გადმოცემის რეჟიმში….მამაკაცები კი გადაწყვეტილების მიღების.

მათ ერთ მოცემულ მომენტში, მხოლოდ ერთ საკითხზე ფიქრი შეუძლიათ და თანაც „ჩაღრმავებით“…)

ჩვენ კი ამ დროს მოგვდის გენიალური აზრები, მათ შორის პირველ ადგილზეა –
* აღარ უყვარვარ…..
*რაღაც ჭირს,
*სხვაზე ფიქრობს,
*პრობლემები აქვს და არ მეუბნება და ა.შ…….

ამ დროს საკმარისია გავჩმდეთ მხოლოდ გ ა ვ ჩ უმ დ ე თ და ვკითხოთ აზრი ან რჩევა მისთვის კარგად ნაცნობ თემაზე და მორჩა – ყველაფერი კარგად არის მომენტალურად.
ესე იგი გაკვთილი მთავარი – ხმამაღლა ფიქრები მხოლოდ დაქალებში,
მამაკაცთან კი ცოტას ვსაუბრობთ, მეტს ვუსმენთ, ბევრს ვიღიმით და ძალიან ბევრს ვაქებთ
„ამ ზაფხულის ბოლო საღამო მშვიდობისა“ – აი ასე დავასრულებდი ჩემს პოსტს და ამით დავამთავრებდი, მაგრამ…..

ახლა გადავწყვიტე კი არ დავამთავრო, გავაგრძელო…ეს პოსტი, ეს თემა, ეს მიმართულება და
3 სექტემბერს ინლაინ ტრენინგი „+ და – „ შემოგთავაზოთ

ტრენინგი 1 დღიანია და მასზე წვდომა თავისუფალი იქნება ჩემს გვერდზე
თემა – ქალი და მამაკაცი
• რა უხილავი განსხვავებაა ჩვენს შორის და როგორ აისახება ეს ყოველივე ურთიერთბაზე.
• რატომ არ ესმით მამაკაცებს ის რაც გვესმის ჩვენ ?
• რატომ ვერ ხვდებიან რასაც ჩვენ ხვდებით?
• რატომ არ უნდა მივცეთ რჩევა საჯაროდ ?
• რა არის მამაკაცის მთავარი მიზანი ურთიერთბაში?
• რა სურთ ქალებს?
• როგორია იდეალური მამაკაცი?
• იდეალური ურთიერთბის მოდელი.
• როგორ შეიძლება ავაწყოთ წლების ნაოცნებარი ურთიერთობა 1 თვეში.
დაგვიმეგობრდით ჩვენს ფ/ბ გვერდზე…

თუმცა ეს ერთ დღიანი ტრენინგი იქნება პატარ ნაწილი შემდგომი 1 თვიანი ტრენინგების სერიისა, რომლებიც ონლაინ სივრცეში სექტემბრის ყოველ შაბათ- კვირას ჩატარდება.

ანუ:
3 სექტემბერი 20:00 საათი თბილისის დროით / ტრენინგი „ქალი და მამაკაცი“
დასწრება თავისუფალია

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment