fbpx

ნება მიეცით მამაკაცს იყოს ბედნიერი თქვენს გვერდით…

ავტორი Ann
111 ნახვა

ქალბატონებისთვის მამაკაცები ძირითად შემთხვევაში ამოუცნობი არიან, რადგან თავად ერთს ფიქრობენ, მამაკაცები კი მეორეს, მათი შეხედულებები მნიშვნელოვან საკითხებზე ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ დიდ დროს ახარჯავენ იმაზე ფიქრს, როგორ გააბედნიერონ მამაკაცი, სინამდვილეში კი ეს ძალიან მარტივია:

 

ნება მიეცით გაგაცინოთ – მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც ქალების ბედნიერების მიზეზები არიან. მათ იციან, რომ ქალებს მოსწონთ სახალისო მამაკაცები, ანუ ისეთი მამაკაცები, რომლებიც მათ ხშირად აცინებენ. აგრძნობინეთ მას თავი ძლევამოსილად, გაიცინეთ მის ხუმრობებზე.

 

იყავით მადლობელი – მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც გასცემენ სიყვარულს, საჩუქრებს, ემოციებს და მათთვის მნიშვნელოვანია ქალმა ეს დააფასოს.

 

ნუ იქნებით ზედმეტად მზრუნველი – ქალები ბუნებით ყურადღებიანები არიან, განსაკუთრებით მეუღლეების მიმართ. გამუდმებით ცდილობენ წესრიგში ჰყავდეთ ისინი და ყველაფერში დაეხმარონ, მაგრამ მამაკაცებს ეს სულაც არ სჭირდებათ.

 

იყავით ქალური – გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში გენდერული თანასწორობა პოპულარული თემაა, ქალებს ხშირად ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ უარვყოფთ, რომ ქალი სუსტი არსებაა, თუნდაც ფიზიკურად და მას არ მოეთხოვება იყოს მამაკაცური.

 

აჩვენეთ რა გახარებთ ყველაზე მეტად – მამაკაცები საკმაოდ ფრთხილობენ საჩუქრების არჩევისას, რადგან მათ სურთ დაინახოთ ნამდვილი, ბედნიერი ემოცია. ნუ შეიკავებთ ემოციებს და აჩვენეთ რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment