fbpx

“როცა პირველად გავიგე, რომ ვუყვარდი იცი რა ვქენი?”

ავტორი ნინო გონგაძე
936 ნახვა

როცა პირველად გავიგე, რომ ვუყვარდი იცი რა ვქენი?

– რა?

– რა და საღამოს 7 საათზე ლოგინში ჩავწექი, ჯერ დაღამებულიც კი არ იყო. საბანი გადავიფარე, რომ არავის დავენახე და თვალები მაგრად დავხუჭე.

– თვალები რაღატომ დახუჭე? ან ლოგინში რატომ ჩაწექი?

– ლოგინში იმიტომ ჩავწექი, რომ ვიფიქრე მეტი რაღა უნდა მოხდეს მეთქი და დღე დასრულებულად გამოვაცხადე! ფეხებზე მეკიდა ოთახში შემომავალი ტელევიზორის ხმა, სადაც 6 საათიანი საინფორმაციოს მიწურულს უცხოეთის ამბებს გადმოსცემდნენ და, რომ კამბოჯაში ბრინჯის დიდი მოსავალი მოვიდა. ან ის, რომ ბარბადოსში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.

– თვალები რაღატომ დახუჭეთქო?

– რას ჩამაცივდი?! თვალები იმიტომ დავხუჭე რომ იმ ყველაფერთან რასაც მაშინ ჩემს წარმოსახვაში ვხედავდი, სრულიად ზედმეტი იყო აქაური რეალობის ოთხივე მხრიდან გაჭიმული ჰორიზონტი.

– და რა ხდებოდა დახუჭულ თვალებში?

– იქ?

– ჰო იქ.

– იქ… იქ ფერადი სიბნელე იყო…

– ფერადი სიბნელე? ეგ როგორ?

– ეჰ, მაგას თუ ვერ ხედავ ახსნით ვერავინ აგიხსნის.

– რამდენი წლის იყავი?

– ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ესე, ღმერთის ტოლი ვიქნებოდი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment