” ბევრს ვკითხულობ, ალბათ, იმიტომ რომ ბავშვობაში არ ვკითხულობდი, სკოლა ადრე მივატოვე. კითხვა გადარჩენაა ჩემთვის.”
” იცინე სანამ სუნთქავ და გიყვარდეს სანამ ცოცხლობ.”
“ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა არის გამარჯვება სიკვდილზე და ჩვენ ყოველწამიერად უნდა ვზეიმობდეთ ამას.”
“ყველა სიკეთეში არის ბოროტება და ბოროტებაში სიკეთე.”
“ცხოვრება ის კი არ არის, რომ იცხოვრო, არამედ გრძნობდე, რომ ცხოვრობ.”
” ბავშვებზე ზრუნვა იგივეა როგორც მთვრალ მეგობრებზე: ისინი ერთნაირად ვარდებიან, იციანიან და ტირიან.”
” საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა საშიში, მაგრამ სასარგებლოა.”
” თუ ორი ადამიანი გიყვარს ერთდროულად აირჩიე მეორე..პირველი რომ მართლა გყვარებოდა, მაშინ მეორეს აღარ შეიყვარებდი.”
” ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია იყიდო იახტა, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანს.”
” ყველა რელიგიური ხდება, როცა თვითმფრინავში სხდებიან.”
” მეგობრების უნდა გეშინოდეთ მტრების მაგივრად, მეგობრები გღალატობენ და მტრები კი – არა.”
“ქალები მამაკაცებზე ძლიერები არიან. მათთვის ცხოვრებაში მთავარია მხოლოდ ბავშვები, ისინი მათ გარეშე ვერ ხედავენ ცხოვრების აზრს, არ იბრძვიან ქვეყნის მოპოვებისთვის, მათ ისედაც ეკუთვნით, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა.“
“ლამაზი ქალების გარემოცვაში მე ვკარგავ მეტყველების უნარს.“
„ქალებს ადვილად შეუძლიათ წავიდნენ მსხვერპლზე ჩვენ გამო და ჩვენ კაცები ვალდებულნი ვართ გავაღმერთოთ ისინი.“
„ქალი უნდა იყოს როგორც ძვირადღირებული კონიაკი, მასავით მიუწვდომელი და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილი, თუ მისი გემო ყველამ გასინჯა, მაშინ ის უბრალო ჩამოსასხმელი ლუდი ყოფილა.“
“ძველმოდური ბიჭი ვარ, რომელსაც სურს იყოს მოხუცებული, რომელიც ზის ღია ფანჯარასთან და გაჰყურებს ტბას.”
“მე არ მინდა მივიდე იმ მომენტამდე, როცა თავს ვიგრძნობ სრულიად დაკმაყოფილებულად. ვფიქრობ, რომ თუ ეს მომენტი დამიდგება, ეს ჩემთვის დასარული იქნება.”
“მე არაფერი ვიცი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ძალიან მინდა სიცოცხლე.”
“ოჯახი — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მსოფლიოში. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს ოჯახი, მაშინ მას არაფერი გააჩნია.“
” ძნელია იცხოვრო სამყაროში სადაც ასეთი არეულობაა, მაგრამ მლიქვნელობის, მძიმე სამუშაოსა და დამსხვრეული ოცნებების მიუხედავად ცხოვრება მაინც მშვენიერია, ფრთხილად იყავით და ეცადეთ იყოთ ბედნიერები.”
ჯონი დეპი