fbpx

დედამიწის ღერძი ევროპისკენ გადაადგილდება – რა იწვევს უცნაურ ცვლილებებს?

ავტორი Ann
148 ნახვა

გლობალური დათბობის საკითხი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აქტუალურია და მუდმივად განიხილება ვერსიები რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მყინვარები დადნება. ყველაზე აქტიურად განიხილებოდა ის ვარიანტი, რომ გრელანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობა ოკეანის დონის ადიდებას და ევროპის გარკვეული ნაწილის დატბორვას გამოიწვევდა, თუმცა ახალმა მეცნიერულმა დასკვნამ ცხადყო, რომ ჩვენს პლანეტას მხოლოდ ეს არ ელოდება.

 

ნასას ლაბორატორიის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად ეს პროცესები არა მხოლოდ ხმელეთის დატბორვას, არამედ დედამიწის ღერძის გადაწევას გამოიწვევს.

 

დედამიწის ღერძი სინამდვილეში წარმოსახვითია და ჩრდილოეთ პოლუსზე გადის. 2000 წლამდე ღერძი კანადისკენ მიიწევდა, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ის დიდი ბრიტანეთისკენ მიიწევს. უფრო მეტიც, მეცნიერების თქმით, თუ კანადისკენ მისი გადახრა წელიწადში 7-8 სმ იყო, დიდი ბრიტანეთისკენ წელიწადში 17-18 სმ-ით იხრება.

 

ნასას კვლევების თანახმად ყოველწლიურად გრელანდიაზე 287 მილიარდი, ანტარქტიდაზე კი 134 მილიარდი ტონა ყინული დნება. მათი დადნობა და ოკეანესთან შეერთება დედამიწის დამძიმებას იწვევს, რის გამოც ღერძის გადახრა ხდება.

 

ბუნებრივია, ყველა ეს პროცესი პირველ რიგში კლიმატზე აისახება, მეცნიერების თქმით დედამიწისთვის მთავარი საფრთხე თავად კაცობრიობაა. გამოსავალი დედამიწის მწვანე საფარის შენარჩუნებასა და გაძლიერებაშია, რათა მათ მაინც შეძლონ ადამიანების მიერ დაბინძურებული ჰაერის გაწმენდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment